,,შეიძლება ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს”- ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.

ექიმის განმარტებით, მდგომარეობა კრიტიკულია და შესაძლოა, “ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს”.

“ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი დებატები გავმართოთ ყველა იმ დიაგნოზზე, რაც ჩვენ გამოტანილი გვაქვს ჩვენი დასკვნაში. მიზანი არის ჯანმრთელობის გაუმჯობესება სააკაშვილის და შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღება. ჯერ ვერ იღებდა ცილოვან საკვებს, მერე ამას დაემატა თუ ეს მართლა ასეა, სითხის მიუღებლობა და ეს უკვე ძალიან სერიოზული სიმპტომი არის, საკვების გარეშე თუ შეიძლება ადამიანმა თვეზე მეტი იცოცხლოს მეტნაკლებად სრულფასოვნად, სითხის გარეშე, გააჩნია რაოდენობას, თუ საერთოდ ვერ იღებს, შეიძლება ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს”, – აღნიშნა გიორგი გრიგოლიამ.

მსგავსი თემები