დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს  საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესია ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი პროცესს.

შეგახსენებთ, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვერც წინა სასამართლო სხდომას მოახერხა დასწრება.

“მიმდინარე პროცესი არის ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილს პრინციპში ედავებიან საქართველოში დაბრუნებას, პროცესზე გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობები და ამას გავაჟღერებთ პროცესზე. იმედია მოსამართლე ამ შუამდგომლობებს განიხილავს მხოლოდ სამართლის ჭრილიდან და არა პოლიტიკური პერსპექტივიდან, ამასთან მოლოდინი ცხადია არ გვაქვს, რომ სასამართლო დააღწევს თავს, ან დააღწია თავი პოლიტიკურ წნეხს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ხვალინდელი გადაწყვეტილებაც არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, თუმცა ვნახავთ, რა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განაცხადა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები