თუ სააკაშვილს სერიოზული დიაგნოზი დაუსვეს, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ  ზომებია მისაღები  

პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების არ სჯერა. „თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული“ – ასეთია სალომე ზურაბიშვილის პოლარიზაცია, რომელიც მან Foreign Policy-სთან  დააფიქსირა.

რაც შეეხება პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის შეწყალებას, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეს პოლარიზებას გამოიწვევს.

„მე, სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი შევიწყალე მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. ვფიქრობდი, რომ ეს, შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რადგან სააკაშვილის შეწყალება, საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან უმეტესობა  შეწყალების წინააღმდეგია” – ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშილი.

მსგავსი თემები