„კიევში ხუთი რაკეტა ჩამოვარდა“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი კიევზე მიტანილ მორიგ შტურმთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ხუთივე რაკეტა, კიევში, მოლაპარაკებების შემდეგ ჩამოაგდეს.

,,დღეს, კიევში მოლაპარაკებების დასრულებისთანავე,  რუსული რაკეტები ჩამოვარდა, ხუთი რაკეტა. ეს გლობალურ ინსტიტუტებზე, რუსეთის ჭეშმარიტ დამოკიდებულებაზე ბევრს ამბობს. ომი დასასრულისკენ არ მიდის. კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ოკუპანტები ჯერ კიდევ უნდა განვდევნოთ.  რუსეთის არმიამ შეტევა ქვეყნის აღმოსავლეთით, დონბასში განაგრძო. უკრაინის შეიარაღებული ძალები დამპყრობლებს იგერიებენ და თითოეული ჩვენი დამცველის მადლობელი ვარ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სარაკეტო თავდასხმების შედეგად არიან დაშავებულები.

მსგავსი თემები