„ომი მაშინ დასრულდება როცა ამას რუსეთი გადაწყვეტს“ – ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინაში ჩავა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება. მანამდე კი, გენერალური მდივანი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც, აუდიენცია პრეზიდენტ პუტინთან გამართა.

როგორც ანტონიო გუტერეში აცხადებს, შეხვედრები კარგია, თუმცა, ეს ომის დასრულებაზე არ მიუთითებს.

„უკრაინაში ომი შეხვედრებით არ დასრულდება. ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება,  როდესაც რუსეთი გადაწყვეტს ამას. როცა ცეცხლი შეწყდება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რეალური პოლიტიკური შეთანხმება.  რუსეთის შეჭრა არის გაეროს წესდების დარღვევა და ის უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად“ – აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი.

მსგავსი თემები