ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა აკაკი ფაღავას ქუჩაზე, კერძო ტერიტორიაზე, დაახლოებით 6-7 მეტრი სიღრმის საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ძაღლი ამოიყვანეს.
მაშველებმა ძაღლი ვეტერინარული შემოწმების მიზნით, თავშესაფარში გადაიყვანეს.
,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.