ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა – ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
თვითმხილველის თქმით, მან პუგაჩოვა უმცროს შვილებთან ერთად, ვნუკოვოს აეროპორტში შენიშნა. ცნობილი ფაქტია, რომ ალა ბორისოვნა კერძო თვიმთფრინავით სარგებლობს.
ვარსკვლავურ ოჯახს ქვეყნის დატოვების ფაქტი არ დაუდასტურებია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა, რაც რუსეთში აღარ არიან.