საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სანახავად უკრაინის კონსული მივიდა

რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაში უკრაინის კონსული იმყოფებოდა. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. ამ წეთებში კი მესამე პრეზიდენტს მისი ადვოკატები ხვდებიან.

ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილთან სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ მივიდნენ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების საკითხსაც განიხილავენ.

„სასამართლომ კიდევ ერთხელ იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოში სამართლის ძიებას აზრი არ აქვს და საქართველოში მართლმსაჯულება არის უაღრესად პოლიტიზებული, ის ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დავალებებს. სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება და ეს კიდევ ერთხელ არის იმის მაჩვენებელი თუ რატომ ხდება ამ სამსახურის დახურვაც“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან.

ადვოკატები მედიასთან დამატებით კომენტარებს დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებენ.

 

მსგავსი თემები