ჩეჩნები პრეზიდენტის მოსაკლავად – ზელენსკი სიკვდილს რამდენჯერმე გადაარჩინეს

ბრიტანული „თაიმსის“ ინფორმაციით, კადიროვის ჩეჩენი მებრძოლების სამიზნე უკრაინის პრეზიდენტი რამდენჯერმე გახდა. როგორც გამოცემა წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი სიკვდილს არაერთხელ გადაურჩა.

„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა სამჯერ სცადეს. გეგმის განხორციელება რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაშალეს, რომლებიც უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგებიან“ – წერს გამოცემა.

რაც შეეხება დაქირავებულ მკვლელებს, ისინი ცნობილი დაჯგუფების წევრები არიან.

„პრეზიდენტის მოსაკლავად „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და ჩეჩნური სპეცრაზმი გაიგზავნა“ – წერს გამოცემა.

 

მსგავსი თემები