„კრემლის ვირთხები უკვე თრთიან, ნაწილი მათგანი აქტიურად ეძებს გასაქცევს“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

„მტერი შეფიქრიანებული და შეშინებულია. ჩვენ ის ჯერ არ დაგვიმარცხებია, მაგრამ ეს დრო შეუქცევადად გვიახლოვდება, კრემლის ვირთხები უკვე თრთიან, ნაწილი მათგანი აქტიურად ეძებს გასაქცევს“ – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

ალექსეი რეზნიკოვის შეფასებით, რთული ვითარებაა ქვეყნის სამხრეთის ფლანგზე.

„ჩვენმა დამცველებმა მტერი ძირითად მიმართულებებზე შეაკავეს, ზოგიერთი მიმართულებით კი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს. რთული მდგომარეობაა  სამხრეთ ნაწილში. გადაულახავ სიმაგრედ დგას ხარკოვი. მთელი უკრაინა ტკივილით უყურებს რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვებს.  ქვეყნისა და ჯარის მართვა დარღვეული არ არის, მტერს შესაძლებლობა არ აქვს. აღმოსავლეთით და სამხრეთით ყველგან უკრაინელი ხალხი მტერს უწევს წინააღმდეგობას და აახლოვებს გამარჯვებას,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

როგორც რეზნიკოვი განმარტავს, მტერს დიდი დანაკარგი აქვს, თუმცა, დანაკარგს უკრაინაც განიცდის. დანაკარგია როგორც უკრაინულ ჯარში, ისე სამოქალაქო პირებში.

შეგახსენებთ, რომ სწორედ რეზნიკოვი მონაწილეობა რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში.

 

მსგავსი თემები