ძიუდოს ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტის და ელჩის თანამდებობა ჩამოართვა

რუსეთის მოქმედებებმა უკრაინაში მთელი სამყარო შეძრა. რუსეთს ზღუდავს და მიჯნავს მთელი სპორტული სამყაროც.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ  რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის თანამდებობა შეუჩერა. ეს ერთ-ერთი გადაყწვეტილებაა სპორტულ სანქციებს შორის, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაწესდა.

ამასთან ერთად ფორმულა 1-ის გრან პრი რუსეთში აღარ გაიმართება და სანქტ-პეტერბურგის მაგივრად ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში გაიმართება.

 

მსგავსი თემები