“ევროკავშირის გეგმა კიბოს დასაძლევად საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, რომელიც ევროპული კომისიის მიერ დღეს ჩაეშვა მოქმედებაში, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საქართველოსთვის და ევროკავშირთან ასოცირებული სხვა პარტნიორებისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ინიციატივით დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ ონლაინფორუმზე გამოვიდა.

„ჩვენ ამ გეგმის მონაწილე უნდა ვიყოთ. საქართველო მზად არის, შეუერთდეს ამ ინიციატივას და ევროპულ რეგიონთან გააერთიანოს ძალები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, კიბოს წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისთვის, ყველა სახელმწიფოს ლიდერს ერთად დგომისა და ერთობლივი მოქმედებებისკენ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის კიბოსთან წინააღმდეგ ბრძოლის ელჩი აარონ ანდერსონი საქართველოში მოიწვია, რათა საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

მსგავსი თემები