სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ევროპას ემუქრება და გაზის გაძვირებით აშანტაჟებს

მას შემდეგ რაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ რუსეთს სანქციები დაუწესა, საპასუხო გზავნილი რუსეთმაც გაავრცელა. კრემლი განსაკუთრებით გერმანიის გადაწყვეტილებამ გააცოფა, კერძოდ,  გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერება.

აღნიშნულის  საპასუხოდ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ევროპა გაზის გაძვირებით დაემუქრა.

„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოსცა ბრძანება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი  2-ის“ სერტიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ. კარგი, კეთილი იყოს მამაც, ახალ სამყაროში თქვენი მობრძანება, სადაც ძალიან მალე ევროპელებს მოუწევთ 2 000 ევროს გადახდა 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზისთვის“ – წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.

გერმანიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციის ამოქმედება დაიწყო

მსგავსი თემები