არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე – გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულთა შორის მორაგბეებიც არიან

  •  

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, შავი “ტოიოტას” მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე დაკავებულები არიან. როგორც მათი ადვოკატი, ვასილ მამულაშვილის აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები რამდენიმე საათის წინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს – თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი, ძალადობის მუხლით.

მსგავსი თემები