გერმანიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციის ამოქმედება დაიწყო

  პირველი ნაბიჯი, რაც გერმანიამ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მიიღო, ეს არის გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის შეჩერება. როგორც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, უკრაინის კრიზისის ფონზე, ამ მიმართულებით წინსვლა ვერ გაგრძელდება. გაზსადენის დამტკიცების პროცესი ამ ეტაპისთვის შეჩერებულია. გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტზეც ფიქრობს.