“რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მზად არის”, – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პაკეტი მზად არის.

“საუბარი მქონდა ჯოზეფ ბორელთან, რომელიც კონცენტრირებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციისთვის და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის”, – წერს დმიტრო კულება.

მსგავსი თემები