ლილოს დასახლებაში საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა

თბილისის შემოგარენში, კერძოდ, ლილოს დასახლებაში საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა. ტურნირში 10 ადგილობრივი გუნდი მონაწილეობდა. ფინალური შეხვედრა ლილოს “არსენალსა” და “ავლაბარს” შორის გაიმართა. გამარჯვებული გუნდი „არსენალი“ თასით დაჯილდოვდა.

​საფინალო მატჩს დაესწრნენ ​თბილისის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი.

მათ ასევე, დაათვალიერეს ლილოს დასახლებაში კვ.IV კ.2ა-ს მიმდებარე ტერიტორია, სადაც ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობის შესაძლებლობა განიხილება.

მსგავსი თემები