„თუ მოწმე ანონიმურია, ჩვენება უნდა მისცეს“ – დეპუტატი ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვაზე

არასამთავრობო სექტორის განცხადებას, არჩევნებისთვის ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში არასერიუზილად აფასებენ.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, თუ მსგავსი ინფორმაცია არსებობს, ინფორმაციის წყარომ შესაბამის უწყებებთან უნდა ითანამშრომლოს.

„არჩევნების პირველი ტური გაყალბების გარეშე ჩატარდა. რაც შეეხება ყალბ პირადობის მოწმობებს,  გრიგოლ ვაშაძემ ბრძანა, ერთ კაცზე 5 პირადობა იბეჭდებაო. ეს განცხადება საფუძვლიანად არ მიმაჩნია, თუმცა, გამოძიების ჩატარება აუცილებელია. თუ არსებობს ანონიმური მოწმე, სათაკილოს ვერაფერს ვხედავ, მოვიდეს ეს მოწმე და შესაბამის უწყებებს ჩვენება მისცეს. თუ მისი ნათქვამი სიმართლეა, მას სათანადო, მკვეთრი რეაქცია უნდა მოყვეს. “ნაციონალური მოძრაობა” აქტიურ პროპაგანდას ეწევა და ცდილობენ, საქმე ყველგან გააფუჭონ. გაწბილებული ვარ „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებით და საბედნიეროდ არიან პარტიები, რომლებისთვისაც მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებით“ – აღნიშნა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები