თბილისის დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. დაზიანებული მილების დემონტაჟი უკვეგანხორციელდა. 350 გრძივ მეტრზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელი ეწყობა. ასევე, მოეწყობა 200 მმ-იანი წყალარინებისა და 300 მმ-იანი სანიაღვრე გოფრირებული მილები.
როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ დიდუბის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, წერეთლის გამზირის N67,69,71,73ა-სა და 73 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობისთვის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება, რადგან უხვი ნალექის დროს აღნიშნულ მისამართზე მდებარე სადარბაზოები მუდმივად იტბორებოდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდგომ კი გზაზე ასფალტის ახალ საფარს დააგებენ.
მათივე ინფორმაციით, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ ეს გრუპი“ ახორციელებს.