ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიდან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული სასულიერო პირი და კიდევ ერთი ადამიანი თავისუფლები არიან. მათი დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გუშინ მოხდა.
როგორც ლომისის მამათა მონასტრის წინამძღვარი – მამა დავითი აცხადებს, ერთი დაკავებული სასულიერო პირი იყო, მეორე კი მეორე კი მონასტერში დროებით მცხოვრები მამაკაცი. როგორც ირკვევა, ისინი ქსნის ხეობაში წყლის მოსატანად იყვნენ ჩასულები, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.
„რუსი სამხედროები სასულიერო პირებს იცნობენ და არაფერს ეუბნებოდნენ. ამჯერად კი ვინც წყლის ამოსატანად ჩავიდა, რუსული არ იცოდა და ვერ აუხსნა, რომ მონასტრიდან იყო. დაკავებულები რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს. მსგავსი შემთხვევა ამ დრომდე არც გვქონია“, – აღნიშნა მამა დავითმა.
დაკავებულები გვიან ღამით გაათავისუფლეს.