„უკრაინა ერთადერთი არ არის, რომლის დაშლასაც პუტინი ცდილობდა“ – სენატორი

ამერიკელი სენატორი ჯეიმს რიში საკუთარ სოციალურ გვერდზე გზავნილს ავრცელებს, სადაც რუსეთის სისასტიკეზე საუბრობს.  როგორც სენატორი წერს, რუსეთისთვის უკრაინა ერთადერთი სამიზნე არ არის. „უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლასა და განადგურებასაც პუტინი ცდილობდა. სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონიდან ერთ-ერთი. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ სამხრეთ ოსეთში გუშინდელ უკანონო არჩევნებს და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას ვაგრძელებთ”, – წერს რიში.

მეტი...

საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 172 მონაწილეა დარჩენილი

დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა. უახლესი მონაცემებით, დღეს, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 172 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც, საუკუნეს ითვლის, ან საუკუნეზე მეტია; მათგან ყველაზე უხუცესი, ზესტაფონის მკვიდრი, ალექსანდრე ბუსკივაძეა, რომელსაც მიმდინარე წლის 1 ივლისს, 104 წელი შეუსრულდება, ხოლო ყველაზე უმცროსი_ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე,…

მეტი...

ამერიკამ უკრაინას იარაღის მარაგი გადასცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შეიარაღების მორიგი ნაკადი გაუგზავნა. ამჯერად, საუბარია შორი მანძილის ჰაუბიცაზე (85 ერთეულზე მეტი) და 100 000-ზე მეტ ერთეულ  საბრძოლო მასალაზე. ასევე, აშშ-მა გადაამზადა 300-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებმაც ჰაუბიცების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის გამოყენება ისწავლეს. შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიამაც გააკეთა განცხადება, რომ აგრძელებს უკრაინის იარაღით მომარაგებას. „პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა“ – ოლაფ შოლცი

მეტი...

„პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა“ – ოლაფ შოლცი

გერმანია კიდევ ერთხელ, ხმამაღლა აფიქსირებს, რომ დიახ, იყო და იქნება უკრაინაის იარაღით ერთ-ერთი მომმარაგებელი. „პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას“ – აცხადებს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცი. კანცლერის შეფასებით, რუსეთის რევანშისტულმა ზრახვებმა ევროპაში საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი დაარღვია. „დიახ, გერმანია უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს აწვდის, როგორც ყველა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სხვა გზა არ არსებობს. მრავალი წლის მანძილზე ჩვენ არ ვაწვდიდით იარაღს კონფლიქტურ ზონებს, მაგრამ პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა“, – აღნიშნავს შოლცი.

მეტი...

„გონს მოდით! ბელარუსს არ აქვს უფლება, მხარი არ დაუჭიროს რუსეთს“ – ლუკაშენკოს მუქარა

„ევროპულმა დედაქალაქებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ომი შემდგარიყო“ – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და უკრაინაში ომის გაჩაღებაში ევროპას ადანაშაულებს. „ახლა უკვე არავისთვის არის საიდუმლო, რომ მთელი დასავლეთი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში. ჩვენ კი გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ რუსეთს მხარს ვუჭერთ. გონს მოდით! ბელარუსს არ აქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება, მხარი არ დაუჭიროს რუსეთს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ერთიანები ვიყავით. რაც არ უნდა გააკეთოთ, რა ისრებიც არ უნდა ისროლოთ ჩვენი მიმართულებით, არ გამოგივათ ჩვენი გახლეჩა და დაშორება“ , – ასეთია ლუკაშენკოს გზავნილი. მისივე შეფასებით, ბელარუსი მოძმე რუსეთის…

მეტი...

რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, პოლონეთში რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს. ეს მაშინ მოხდა, როცა  ანატოლი ანტონოვი წითელი არმიის ჯარისკაცების საფლავს გვირგვინით ამკობდა. სწორედ ასე დახვდნენ პოლონელები რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს უკრაინაში ამოხოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების გამო. ელჩი, თანმხლებ პირებთან ერთად უკრაინული დროშების „ალყაში მოაქციეს, შეძახილებით – „ფაშისტები“ შეამკეს და წითლადაც შეღებეს.

მეტი...

„ევროპის მომავალი თქვენი მომავალია, დიდება უკრაინას“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი  

„ევროპა ოცნებაა… დღეს ოცნება მკვეთრად კაშკაშებს, არა მხოლოდ აქ ისტორიულ ადგილას, არამედ ადამიანების გულებსა და გონებაში კიევში, ხარკოვში, ოდესასა და პოლტავაში, მარიუპოლსა და მიკოლაევში“ – ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც ფონ დერ ლაიენი აცხადებს, უკრაინა სწორედ თავისუფლების, ბრძოლის, თავგანწირვისა და ევროპული ღირებულებების სიმბოლოა. „ის კაშკაშებს იმ ოჯახებისა და ახალგაზრდების სიმხნევისთვის, რომლებიც ბუნკერებს აფარებენ თავს; ვინც მეტროსადგურებსა და სარდაფებშია; ვინც გლოვობს, უაზრო, უგულო სიმხეცის გამო, რომელიც ჩადენილია ბუჩასა და ირპენში; ის კაშკაშებს ყველა იმ ახალგაზრდა უკრაინელის თვალებში, ვინც თავშესაფარი ევროპაში იპოვა – სახლი სახლიდან…

მეტი...

საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სამედიცინო დახმარებას პენიტენციური დაწესებულების გარეთ მიაწვდიან

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და ის თავისუფლად გადაადგილდება. როგორც მინისტრი აცხადებს, თუ საჭირო იქნება, სააკაშვილს სამედიცინო სერვისები შესაძლოა, პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთ მიაწოდონ. „ინფორმაცია (რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება) არის ტყუილი. ის გადაადგილდება დამოუკიდებლად. როდესაც ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამით ძაბავთ მათი ოჯახის წევრებსაც და ცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ საზოგადოების მღელვარებას, რაც არის მავნებლობა“, – აცხადებს მინისტრი. მისივე განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით სწორედ სახელმწიფოს დაინტერესებული. „თუკი ვინმე არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს ვართ ჩვენ. მინდა დავამშვიდო ყველა, რომ როგორც იუსტიციის…

მეტი...

„სწორედ უკრაინამ დაგვიჩქარა გზა ევროპისკენ, ჩვენი ვალდებულებაა, ეს შესაძლობლობა რეალობად ვაქციოთ“ – სალომე ზურაბიშვილი

„არა დათმობა და შეგუება, არა სიფრთხილე და რეალობისგან თავის არიდება, არა ეგოიზმი არამედ სოლიდარობა, რომელიც დღეს სცილდება ევროკავშირის საზღვრებს და მოიცავს პირველ რიგში უკრაინას, აგრეთვე მოლდოვას და საქართველოს, ან კიდევ დასავლეთ ბალკანეთს“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირში წევრობას მოსახლეობის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს.  მისივე თქმით, სწორედ უკრაინამ დაგვიჩქარა გზა ევროპისკენ და უკრაინის სოლიდარობა ჩვენი ვალდებულებაა. „ეს ღირსეული ევროპა არის ის, რომელთანაც გაერთიანებას ჩვენი მოსახლეობის 88% მხარს უჭერს. ეს ძლიერი ევროპაა, რომელიც საკუთარ ძალას ომიდან კი არა, მშვიდობიანი განვითარებიდან იძენს, სწორედ ის ევროპაა, რომელ…

მეტი...

“აღმშენებლობა და არა ნგრევა, თავისუფლება და არა მონობა” – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა ქვეყნის ხსნისა და განვითარების ერთადერთი გამოსავალია. როგოც პრეზიდენტმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, კითხვა მშვიდობა თუ თავისუფლება ცალ-ცალკე არ არსებობს, რადგანაც, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა. „დღეს, როცა აღვნიშნავთ ევროპის დღეს, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, თუ რა იყო ევროპის დაარსების მთავარი ამბიცია და მიზანი: ომის აღმოფხვრა ევროპის კონტინენტიდან, ტერიტორიული პრეტენზიების უგულებელყოფა და ყველა ენერგიის მიმართვა, არა სხვისი დაპყრობისკენ, არამედ ერთიანი ძალისხმევით კეთილდღეობისა და დემოკრატიის ასაშენებლად. აღმშენებლობა და არა ნგრევა. თავისუფლება და არა მონობა . ერთიანობა და არა დაპირისპირება. მშვიდობა და არა ომი. ამ პრინციპებზე…

მეტი...

,,საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით,2014 წელს ხელი მოეწერა ისტორიულ დოკუმენტს, ასოცირების შეთანხმებას, რასაც მოჰყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით მოწოდებებს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატავო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო ჩვენს უკრაინელ, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობის აღდგენა მოკლე დროში. საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა…

მეტი...

,,ფაშიზმი, რომელიც გამოწვევა იყო მთელი მსოფლიოსთვის, იქნა დამარცხებული ჩვენი ერთიანობით”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფაშიზმი, რომელიც იყო გამოწვევა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის, იქნა დამარცხებული ჩვენი ერთიანობით,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 77 წლის შემდეგ, ევროპის შუაგულში, ყველაზე დიდ ევროპულ სახელმწიფოში, უკრაინაში დღეს მიმდინარეობს უთანასწორო და უსამართლო ომი, რომელიც გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის. „პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატნ კარლ ჰარცელს, დღევანდელ დღისთვის, მოწვევისთვის. მე სიამოვნებით ვუერთდები დღევანდელ დღეს და კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ 77 წელია…

მეტი...

,,ეტაპობრივად შევაჩერებთ ჩვენს დამოკიდებულებას რუსულ ენერგიაზე”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დიდი შვიდეულის ლიდერებთან ვირტუალურ შეხვედრას ეხმაურება. მაკრონის განცხადებით, დიდი შვიდეულის მიერ მიღებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტოა და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებით. მაკრონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ, ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ” ჩვენ დღეს პირობას ვდებთ, რომ ეტაპობრივად შევაჩერებთ ჩვენს დამოკიდებულებას რუსულ ენერგიაზე”,- წერს ემანუელ მაკრონი.

მეტი...

,,როგორ ვუპასუხეთ რუსეთის უკრაინაში შეჭრას არის ტესტი ჩვენი ღირებულებებისთვის“- რობერტა მეცოლა

„ევროპის როლიც შეიცვალა. მეტ დროს ვერ დავკარგავთ. როგორ ვუპასუხეთ რუსეთის უკრაინაში შეჭრას და როგორ განვაგრძობთ ამ ქმედებაზე პასუხს, არის ლაკმუსის ტესტი ჩვენი ღირებულებებისთვის,”- აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეცოლამ  ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა. რობერტა მეცოლამ უკრაინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა ომმა რადიკალურად შეცვალა მსოფლიოში არსებული მდგომარეობა. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ევროპული ინტეგრაციისთვის გადამწყვეტ მომენტში და არც ერთი წინადადება არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი. რა პროცესიც არ უნდა იყოს საჭირო, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ. სტუდენტობისას მე პოლიტიკაში ჩავერთე, რადგან მჯეროდა, რომ ჩემი თაობის ადგილი ევროპაშია. ამის დღესაც…

მეტი...

უკრაინამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა

უკრაინამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა,- აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ონლაინ ფორმატით ესაუბრა  და უკრაინის  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის,  ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 8 აპრილს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა,  უკრაინის პრეზიდენტს კითხვარი წარუდგინა. კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა უკრაინამ 15 აპრილს დაასრულა.

მეტი...

,,პუტინს გამოსვლაში სასოწარკვეთა ემჩნეოდა”- ბენ უოლესი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა პუტინის განცხადება შეაფასა. ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, ვლადიმერ პუტინმა  რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზებს შორის დაასახელა ის, რომ ,,ნატო”  რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას აპირებდა. ბენ უოლესმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ნატო-ს ბაზები არ ყოფილა და რუსეთის პრეზიდენტის ბრალდებები უსაფუძვლოა. “მე ვფიქრობ, რომ მას სჯერა იმის, რისიც უნდა, რომ დაიჯეროს. გამოსვლაში სასოწარკვეთა ემჩნეოდა. მაგრამ ნება მომეცით, კატეგორიულად დავაფიქსირო: ნატო, დიდი ბრიტანეთი, აღმოსავლეთ ევროპა არ გეგმავს რუსეთში შეჭრას და ამას არც არასდროს გააკეთებს”- განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.   ,,დასავლეთი ემზადებოდა ჩვენს მიწაზე, მათ შორის ყირიმში შეჭრისთვის”- ვლადიმერ პუტინი

მეტი...

შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინის  ქალაქ ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად მიშელი  ,,ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ,,მე ჩამოვედი ევროპის დღის აღსანიშნავად ოდესაში , ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა, რომ “შენ შეგიძლია იგრძნო ევროპა” და სადაც დღეს, უკრაინელი ხალხი თავის ძეგლებს, ტყვიებისა და რაკეტებისგან იცავს. იცავს ასევე თავისუფლებას, რუსული აგრესიისგან. თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას,” – წერს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი.

მეტი...

,,სააკაშვილს სრული რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეს, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება”- ხატია დეკანოიძე

,,მიხეილ სააკაშვილს სრული რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეს, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება,”- ამის შესახებ,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საჭიროა მისი რეაბილიტაცია თავისუფალ გარემოში. „საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის მძიმე შედეგები, რაც შესაძლებელია, დადგეს, ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ეს ძალიან მძიმე ზიანი იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. მიხეილ სააკაშვილს სრული რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეს, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. ხელისუფლებას თითქოს სურს, მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელი იყოს, მაგრამ მათ ეს სურვილი რეალურად არ ამოძრავებთ. მიხეილ…

მეტი...

„სააკაშვილი სპეციფიკური ადამიანია და ტყვეობაში ვერ იკურნება”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ,,ნაციონალური მოძრაობის” დაშლის სანაცვლოდ უნდა მოხდეს. „სააკაშვილი სპეციფიკური ადამიანია და ტყვეობაში ვერ იკურნება. ჯანმრთელობისთვის მას თავისუფლება სჭირდება. ამისი სულ მჯეროდა. ამხელა პარტიის დაშლა ცოტა სასჯელია? მოდით ასე შევხედოთ – განსხვავებული სასჯელი დავაწესოთ. ნუ ვიქნებით ბანალურები და სულ დაჭერა ნუ გვგონია გამოსავალი,”– აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...

„ჩვენ ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს”- კარლ ჰარცელი

,,მე ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, როდის და როგორ მოხდება კითხვარის მეორე ნაწილის გადმოცემა. ეს კითხვა ალბათ მთავრობის წარმომადგენლებს უნდა დაუსვათ,” – ამის შესახებ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელმა განაცხადა. „ჩვენ ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს. მე ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, როდის და როგორ მოხდება კითხვარის მეორე ნაწილის გადმოცემა. ეს კითხვა ალბათ მთავრობის წარმომადგენლებს უნდა დაუსვათ. რაც შეეხება პროცესს, კითხვარის ორივე ნაწილის შევსების შემდეგ, უკვე ევროკომისიას ექნება სამუშაო საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც წარუდგნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად. დიდი სიფრთხილით ვსაუბრობ ამ საკითხზე, რადგან ეს ძალიან…

მეტი...

,,არ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება”- დიდი ბრიტანეთის ელჩი

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი აცხადებს, რომ ბრიტანეთის დაზვერვას არ აქვს  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება. ამის შესახებ მარკ კლეიტონმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ელჩმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვა, აქვს თუ არა ბრიტანულ დაზვერვას უკრაინის მსგავსი ინფორმაცია, იმის შესახებ თითქოს საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება. „პირდაპირ პასუხს გაგცემთ – არა, არ გვაქვს“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა. კლეიტონის განმარტებით, საქართველოს უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. „მე გავეცანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და სპეკულაციებს ამის შესახებ, მაგრამ ასევე ყურადღებას გავამახვილებ ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე. რაც ვნახე,…

მეტი...

,,მიზეზი ამ ომისთვის არ არსებობდა, გარდა რუსეთის ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციებისა”- მიხაილო პოდოლიაკი

,,რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ,”- აღნიშნული განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, პუტინის განცხადებას ეხმაურება. ,,ნატოს ქვეყნები არ აპირებდნენ რუსეთზე თავდასხმას, უკრაინა არ გეგმავდა ყირიმზე თავდასხმას. რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ. არანაირი რაციონალური მიზეზი ამ ომისთვის არ არსებობდა, გარდა რუსეთის ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციებისა,”- აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა  ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი გამოსვლაზე, ნატო რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მომზადებაში დაადანაშაულა.

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციებს გამართავს

ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში მთელი რიგი პრესკონფერენციების ორგანიზებას აპირებს საერთაშირსო მედიის წარმომადგენელთათვის. არსებული ინფორმაციით, პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელი აპირებს მეორედ უჩივლოს Credit Suisse-ს, პოლიტიკური ზეწოლის მოტივით. პრესკონფერენციაზე  ბიძინა ივანიშვილი ისაუბრებს, თუ როგორ მუშაობს Credit Suisse და შვეიცარიის საბანკო სისტემა. ამასთან, რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ნებისმიერი მომხმარებელი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში ინვესტირების დროს. ასევე,  ივანიშვილი კონკრეტულად ისაუბრებს ბოლო დროს განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე. ივანიშვილის მიერ ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების წინააღმდეგ ინიცირებული გლობალური პროცესი მრავალი წელია მიმდინარეობს. 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც ბიძინა ივანიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. სავარაუდოა, რომ…

მეტი...

,,პუტინი საზარელი ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელია”- ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და  ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე  კანადის პრემიერმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარებისა და რუსეთისთვის  ახალი სანქციების შესახებ ისაუბრა. “ცხადია პუტინი საზარელი ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელია. ევროპაში გამარჯვების დღეს, პუტინის უკანონო ომის წინააღმდეგ მტკიცედ დგომა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის დაცვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მკაცრი სანქციების დაწესებას, რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების აღმოფხვრას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. კანადა მხარს დაუჭერს უკრაინას, რადგან თქვენ ეძებთ სამართლიანობას თქვენი ხალხისთვის, რომელსაც რუსეთი კლავს. 73 დღის წინ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, კანადა და კანადელები აგრძელებენ თქვენს გვერდით დგომას…

მეტი...

,,ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი გზა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა”- კახა კუჭავა

,,ღრმად მწამს, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო და მე ვიტყოდი, ერთადერთი გზა, სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა,”- აღნიშნულ განცხადებას, კახა კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს. კახა კუჭავა ევროპელ პარტნიორებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთად შეძლებენ გახდნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. ,,ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული, მტკიცე არჩევანი და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ! სწორედ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ის, რისთვისაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფვის და მე მჯერა, ჩვენ, ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ!მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა…

მეტი...

,,პუტინი იმ ფაშიზმსა და ტირანიას ასახავს, რომელიც 77 წლის წინ იყო”- ბენ უოლესი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით,  რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და მისი გენერლები იმ ფაშიზმსა და ტირანიას ასახავენ, რომელიც მსოფლიომ 77 წლის წინ ნახა. ბენ უოლესის განმარტებით, რუსი გენერლები ომის დანაშაულების ისეთივე თანამონაწილეები არიან, როგორც მათი პრეზიდენტი და სამხედრო სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ. „უკრაინაში შეჭრით პუტინი და მისი გენერლების ახლო წრე ახლა იმ ფაშიზმსა და ტირანიას ასახავენ, რომელიც 77 წლის წინ იყო. ისიბნი გასული საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმის შეცდომებს იმეორებენ“, – განაცხადა ბენ უოლესმა.

მეტი...

,,ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,უკრაინაში კრემლის შეჭრა გვახსენებს, რატომ აღვნიშნავთ ევროპის დღეს, დღეს, როდესაც მშვიდობიანი, აყვავებული და ერთიანი ევროპა დაიბადა. 72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე,”- ამის შესახებ, ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და მილიონობით ევროპელი მზადაა დაეხმაროს  გაჭირვებაში მყოფ მეზობლებს. „დღეს ჩვენი კონტინენტი წარსულის ჩრდილის წინაშე დგას, რომელიც გვეგონა, რომ დიდი ხნის წინ გადავლახეთ. ჩვენ გვაქვს სასტიკი ომი და დანგრეული ქალაქები. მილიონობით უდანაშაულო ადამიანმა დატოვა სახლები. ხალხი  იბრძვის საკუთარი მომავლის განსაზღვრისთვის. ევროპა უკრაინის მხარესაა. ამავდროულად…

მეტი...

დონეცკში საჰაერო იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, დონეცკის რეგიონში ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. უკრაინის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის საარმიო ნაწილებმა ოთხი შეტევა უშედეგოდ განახორციელეს. უკრაინელმა ჯარისკაცებმა 200-მდე რუსი მებრძოლი, მათი ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები და სხვა ტექნიკა გაანადგურეს. ამასთან, უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა დონეცკსა და ლუგანსკში ოკუპანტების ექვსი შეტევა მოიგერიეს, ასევე მოწინააღმდეგის ტანკები, ჯავშანტექნიკა და უპილოტო თვითმფრინავები გაანადგურეს.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებმა ურჩიონ, შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს საკვები”- ირაკლი ზარქუა

,,ვისურვებდი, რომ თითოეული ექიმი, მათ შორის სახალხო დამცველი, ნუ იქნებიან ჩვეულებრივად მხარე, დაიცვან თითოეული პატიმრის უფლებები, მათ შორის მოუწოდონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუ ამას აქვს ადგილი და მიიღოს ის სერვისი, კვება, რაც აუცილებელია” – აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აკეთებს. ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი. ამასთან, დეპუტატის განმარტებით სააკაშვილის გადაყვანა რომელიმე კლინიკაში არ იგეგმება, თუმცა თუ ამის აუცილებლობა დადგა, დეპუტატი აცხადებს, რომ სააკაშვილის გადაყვანა რომელიმე კლინიკაში აუცილებლად მოხდება. „ყველა სამედიცინო სერვისი, რაც სჭირდება და რაც დასჭირდება მომავალში, მიეწოდება პატიმარ სააკაშვილს, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს. მოცემული მომენტისთვის…

მეტი...

რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი განაახლეს

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრ ანდრუშენკოს განცხადებით, გაერო-ს საევაკუაციო კოლონის გასვლის შემდეგ რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი განაახლეს. „როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ, რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის რეგიონი დატოვა, ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს. კერძოდ, მათ სცადეს გარღვევა ხიდზე, რომელიც საევაკუაციო კარიბჭეს წარმოადგენდა. წარუმატებლად“, – აღნიშნავს ანდრუშენკო.  

მეტი...

ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქში აქციების გამართვას აპირებენ

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს,რომლის მიხედვითაც ოკუპანტები მელიტოპოლსა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ სხვა ქალაქებში ,,უკვდავი პოლკის” სახელით აქციების გამართვას აპირებენ. “სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ უკვე გააფრთხილა მელიტოპოლის ყველა მცხოვრები, რომ ამ დღეს აკრძალულია მანქანების მოძრაობა ქალაქის ცენტრში. ღონისძიებას დაესწრება როსგარდი და სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის წარმომადგენლები,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

,,დასავლეთი ემზადებოდა ჩვენს მიწაზე, მათ შორის ყირიმში შეჭრისთვის”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამარჯვების აღლუმი იმართება. ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა მოქალაქეებს ვლადიმერ პუტინმა, მისი განცხადებით დასავლეთი გეგმავდა რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას. ,,გასული წლის  დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმების გაფორმება, რუსეთმა დასავლეთს მოუწოდა გულწრფელი დიალოგისკენ, გონივრული კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ. მაგრამ ამაოდ! ნატოს ქვეყნებს ჩვენი მოსმენა არ სურდათ. კიევში ისინი ამბობდნენ, რომ შესაძლოა ბირთვული იარაღი “მიეღოთ” და ნატომ დაიწყო ჩვენთან ახლოს მდებარე მიწების შესწავლა და ეს გახდა აშკარა საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზღვრებისთვის. დასავლეთი ემზადებოდა ჩვენს მიწაზე, მათ შორის ყირიმში შეჭრისთვის, ყველაფერი მიგვანიშნებდა,…

მეტი...

“ახლა, ამ დღეებში, თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, რუსეთის უსაფრთხოებისთვის”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამარჯვების აღლუმი იმართება. ვლადიმერ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. რუსეთი პრეზიდენტმა მოსკოვის წითელ მოედანზე რუს სამხედროებს განუცხადა, რომ ისინი უკრაინაში ომით ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ. “ახლა, ამ დღეებში, თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს – რუსეთის უსაფრთხოებისთვის”- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საზეიმო ღონისძიებაში დაახლოებით 11 ათასი სამხედრო მონაწილეობს. გამარჯვების დღის წინ რუსეთის საჰაერო ძალები წითელ მოედანზე რეპეტიციებით იყვნენ დაკავებულნი, მათ შორის ჰაერში Z უნდა გამოსახულიყო, რაც უკვე იქცა უკრაინაში რუსების სამხედრო შეჭრის სიმბოლოდ. თუმცა,გავრცელებული ინფორმაციით, აღლუმში უამინდობის…

მეტი...

,,არც ერთ საექიმო ჯგუფს არ უთქვამს, რომ სახელმწიფო არ სთავაზობს სააკაშვილს სამედიცინო სერვისს”- შალვა პაპუაშვილი

,,არც ერთ საექიმო ჯგუფს არსად არ უთქვამს, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო სერვისს არ სთავაზობს, მისმა გულშემატკივრებმა უნდა დაარწმუნონ, რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისების მიღება,”– აღნიშნული განცხადება  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა პატიმარო უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო სერვისით. „სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფისგან მოვისმინეთ, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს გარკვეული სამედიცინო სერვისის მიღებაზე, რაც რა თქმა უნდა, პრობლემაა. მისი გულშემატკივრები იმით უნდა იყვნენ დაკავებული, რომ დაარწმუნონ, მისი ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისების მიღება. სახელმწიფო ვალდებულია, შესთავაზოს ყველა სერვისი, მომსახურება, თუ მედიკამენტი და თავისთავად მნიშვნელოვანია, სააკაშვილი…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის” – ომბუდსმენის წარმომადგენელი

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, ქეთევან ხვედელიანმა მოინახულა. ქეთევან ხვედელიანის განცხადებით, სააკაშვილი ნამდვილად მე-12 დაწესებულებაშია და მისი კლინიკაში გადაყვანის მცდელობა არ ყოფილა. „მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში იმყოფება. შევხვდით, ვისაუბრეთ. დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მოგვიანებით გაკეთდება კომენტარი სახალხო დამცველის მხრიდან. მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის. როგორც მან თქვა არ ყოფილა არანაირი მცდელობა [გადაყვანის]. როგორც თავად მითხრა, თავს გრძნობს სუსტად, სამედიცინო დიაგნოზი არ გაუმხელია. დასკვნა არსებობს ექიმების და იგივეს ადასტურებს სააკაშვილი”- განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.  

მეტი...

,,ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს”- საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  მიმდინარე წლის 8 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს გმობს.  საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. „რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის…

მეტი...