დონეცკში საჰაერო იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, დონეცკის რეგიონში ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

უკრაინის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის საარმიო ნაწილებმა ოთხი შეტევა უშედეგოდ განახორციელეს. უკრაინელმა ჯარისკაცებმა 200-მდე რუსი მებრძოლი, მათი ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები და სხვა ტექნიკა გაანადგურეს.

ამასთან, უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა დონეცკსა და ლუგანსკში ოკუპანტების ექვსი შეტევა მოიგერიეს, ასევე მოწინააღმდეგის ტანკები, ჯავშანტექნიკა და უპილოტო თვითმფრინავები გაანადგურეს.

მსგავსი თემები