,,მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებმა ურჩიონ, შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს საკვები”- ირაკლი ზარქუა

,,ვისურვებდი, რომ თითოეული ექიმი, მათ შორის სახალხო დამცველი, ნუ იქნებიან ჩვეულებრივად მხარე, დაიცვან თითოეული პატიმრის უფლებები, მათ შორის მოუწოდონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუ ამას აქვს ადგილი და მიიღოს ის სერვისი, კვება, რაც აუცილებელია” – აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აკეთებს.

ზარქუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი. ამასთან, დეპუტატის განმარტებით სააკაშვილის გადაყვანა რომელიმე კლინიკაში არ იგეგმება, თუმცა თუ ამის აუცილებლობა დადგა, დეპუტატი აცხადებს, რომ სააკაშვილის გადაყვანა რომელიმე კლინიკაში აუცილებლად მოხდება.

„ყველა სამედიცინო სერვისი, რაც სჭირდება და რაც დასჭირდება მომავალში, მიეწოდება პატიმარ სააკაშვილს, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს. მოცემული მომენტისთვის არც იყო მსჯელობა და არც განიხილება, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პატიმარ სააკაშვილის სადმე გადაყვანა. თუ ამის აუცილებლობა დადგა, როგორც წინა შემთხვევაში გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ისე სხვა კლინიკებში ამის პრობლემა არ იქნება. უბრალოდ დღის წესრიგში ეს არ დგას. აქ მთავარია თითოეულმა მისმა მხარდამჭერმა, ექიმებმა, რომ თუ ისინი ნამდვილად არიან პროფესიონალები, ურჩიონ მას, შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს საკვები, რაც მიეწოდება, ისევე როგორც სხვა პატიმრები სარგებლობენ ამით.

თუმცა აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი საზოგადოება და შიმშილობა, ისევე როგორც არ შიმშილობა ადამიანის გადასაწყვეტია, უბრალოდ ვისურვებდი, რომ თითოეული ექიმი, მათ შორის სახალხო დამცველი, ნუ იქნებიან ჩვეულებრივად მხარე, დაიცვან თითოეული პატიმრის უფლებები, მათ შორის მოუწოდონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუ ამას აქვს ადგილი და მიიღოს ის სერვისი, კვება, რაც აუცილებელია“,- აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები