„გონს მოდით! ბელარუსს არ აქვს უფლება, მხარი არ დაუჭიროს რუსეთს“ – ლუკაშენკოს მუქარა

„ევროპულმა დედაქალაქებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ომი შემდგარიყო“ – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და უკრაინაში ომის გაჩაღებაში ევროპას ადანაშაულებს.

„ახლა უკვე არავისთვის არის საიდუმლო, რომ მთელი დასავლეთი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში. ჩვენ კი გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ რუსეთს მხარს ვუჭერთ. გონს მოდით! ბელარუსს არ აქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება, მხარი არ დაუჭიროს რუსეთს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ერთიანები ვიყავით. რაც არ უნდა გააკეთოთ, რა ისრებიც არ უნდა ისროლოთ ჩვენი მიმართულებით, არ გამოგივათ ჩვენი გახლეჩა და დაშორება“ , – ასეთია ლუკაშენკოს გზავნილი.

მისივე შეფასებით, ბელარუსი მოძმე რუსეთის მოკავშირე იყო და ასეც დარჩება.

 

მსგავსი თემები