,,როგორ ვუპასუხეთ რუსეთის უკრაინაში შეჭრას არის ტესტი ჩვენი ღირებულებებისთვის“- რობერტა მეცოლა

„ევროპის როლიც შეიცვალა. მეტ დროს ვერ დავკარგავთ. როგორ ვუპასუხეთ რუსეთის უკრაინაში შეჭრას და როგორ განვაგრძობთ ამ ქმედებაზე პასუხს, არის ლაკმუსის ტესტი ჩვენი ღირებულებებისთვის,”- აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეცოლამ  ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

რობერტა მეცოლამ უკრაინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა ომმა რადიკალურად შეცვალა მსოფლიოში არსებული მდგომარეობა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ევროპული ინტეგრაციისთვის გადამწყვეტ მომენტში და არც ერთი წინადადება არ უნდა იყოს უგულვებელყოფილი. რა პროცესიც არ უნდა იყოს საჭირო, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ.

სტუდენტობისას მე პოლიტიკაში ჩავერთე, რადგან მჯეროდა, რომ ჩემი თაობის ადგილი ევროპაშია. ამის დღესაც მჯერა. ჩვენთვის არ არსებობს ძველი და ახალი ევროპა, ან დიდი და პატარა სახელმწიფოები. ჩვენ ვხვდებით, რომ იდეები გეოგრაფიაზე მეტია.

ეს გრძნობა, რომელიც 18 წლის წინ მქონდა, როდესაც 10 ქვეყანა და მათ შორის მალტაც, შეურთდა ევროკავშირს, არის მომენტი, რომელიც მუდამ დარჩება ჩემთან. ჩვენ ვითვლიდით წამებს მაისის ამ დღეს და შეგეძლო, შეგეგრძნო სიხარული, იმედი, აღტკინება, რომლითაც ხალხს სჯეროდა. დღეს ხალხი უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, დასავლეთ ბალკანეთში ჯერ კიდევ გვიცქერს იმავე მიზნით. ცხადია, ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი გზა, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ევროპის ძალის გამოთავისუფლების, რათა შევცვალოთ ევროპა უკეთესობისკენ, როგორც ეს ჩემი ქვეყნის შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები