ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციებს გამართავს

ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში მთელი რიგი პრესკონფერენციების ორგანიზებას აპირებს საერთაშირსო მედიის წარმომადგენელთათვის. არსებული ინფორმაციით, პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელი აპირებს მეორედ უჩივლოს Credit Suisse-ს, პოლიტიკური ზეწოლის მოტივით.

პრესკონფერენციაზე  ბიძინა ივანიშვილი ისაუბრებს, თუ როგორ მუშაობს Credit Suisse და შვეიცარიის საბანკო სისტემა. ამასთან, რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ნებისმიერი მომხმარებელი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში ინვესტირების დროს. ასევე,  ივანიშვილი კონკრეტულად ისაუბრებს ბოლო დროს განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე.

ივანიშვილის მიერ ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების წინააღმდეგ ინიცირებული გლობალური პროცესი მრავალი წელია მიმდინარეობს. 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც ბიძინა ივანიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. სავარაუდოა, რომ ახალ სარჩელზეც იგივე შედეგი დადგეს.

როგორც, Seeking Alpha წერს, დავის ფარგლებში 2022 წლის 4 მარტს ივანიშვილმა თანხის მიღება მოითხოვა, რაც ბანკის რწმუნებულმა მხოლოდ 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც ივანიშვილი დააზარალა.  შეფერხების მიზეზად Green Vals Trust-მა დაასახელა “გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში”.

“ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთის და საქართველოს, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ, თუმცა რწმუნებულმა ვერ შეძლო თუნდაც ძირითადი გადამოწმება გაეკეთებინა და სავარაუდოა, რომ ბ-ნი ივანიშვილი არა მხოლოდ დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, არამედ ექვემდებარებოდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას Credit Suisse-ის მხრიდან,”- აცხადებს ბიძინა ივანიშვილის პრეს-მდივანი.

 

მსგავსი თემები