,,მიზეზი ამ ომისთვის არ არსებობდა, გარდა რუსეთის ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციებისა”- მიხაილო პოდოლიაკი

,,რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ,”- აღნიშნული განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, პუტინის განცხადებას ეხმაურება.

,,ნატოს ქვეყნები არ აპირებდნენ რუსეთზე თავდასხმას, უკრაინა არ გეგმავდა ყირიმზე თავდასხმას. რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ. არანაირი რაციონალური მიზეზი ამ ომისთვის არ არსებობდა, გარდა რუსეთის ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციებისა,”- აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა  ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი გამოსვლაზე, ნატო რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მომზადებაში დაადანაშაულა.

მსგავსი თემები