,,მინდა, მოგილოცოთ 9 მაისი და ყველას გისურვოთ გამარჯვება და მშვიდობა“- ირაკლი ღარიბაშვილი

,,პირველ რიგში მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს,”- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განაცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერ- მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე  მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა. „მოგეხსენებათ, ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი წვლილი და დამსახურება ამ ომში გამარჯვების. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის და ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი დამსახურებაა ამ…

მეტი...

,,მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს 9 მაისს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი”- იენს სტოლტენბერგი

“ნატოს” გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართავს და ომის დასრულებისკენ მოუწოდებს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას. “კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს 9 მაისს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას თავდაცვის უფლებით ისარგებლოს,”- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

,,ჩვენ გამარჯვების ორი დღე გვექნება, ვიღაცას კი არცერთი არ დარჩება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 9 მაისთან დაკავშირებით მორიგ  ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები მეორე მსოფლიო ომშიც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ და გაიმარჯვეს, ისევე როგორც მისი რწმენით, გაიმარჯვებენ რუსეთის წინააღმდეგ ომში. “ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის და ამიტომ გავიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. ძალიან მალე უკრაინაში, ჩვენ გამარჯვების ორი დღე გვექნება, ვიღაცას კი არცერთი არ დარჩება. მაშინ მოვიგეთ. ჩვენ ახლაც გავიმარჯვებთ და ხრეშატიკი იხილავს გამარჯვების აღლუმს – უკრაინის გამარჯვებას! გილოცავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს!  დიდება უკრაინას!”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გახდა

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ე.წ. არჩევნებში დამარცხდა. მან დამარცხება  აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა. აღნიშნულ ინფორმაციას “სპუტნიკი” ავრცელებს. „ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა და ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც პრინციპში ყოველთვის. ვფიქრობ, რომ არჩევნები შედგა, ყველამ იცით შედეგი. ალან გაგლოევს ვუსურვებ წარმატებულ მუშაობას”, – აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა. ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შეასრულა თავისი სამოქალაქო მოვალეობა და მათ, ვინც მას მხარი დაუჭირა. მანამდე ე.წ. რესპუბლიკის “ცესკომ” კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაცხადა: “ბიულეტენების 18 პროცენტის დამუშავების შემდეგ ლიდერობს პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი 59,2 პროცენტით. ბიბილოვს…

მეტი...

,,დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა ყოველდღე იზრდება”- სვიატოსლავ პალამარი

„აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში მდგომარეობა კრიტიკულია: სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებების არარსებობის გამო, ჩვენი ჯარისკაცები იღუპებიან,”- აღნიშნულ ინფორმაციას, ,,აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი  ავრცელებს. სვიატოსლავ პალამარმას განცხადებით, დაღუპულთა  და დაჭრილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. „დაღუპულთა რაოდენობას არ ვაცხადებ. დამიჯერეთ, საუბარია ასობით უკრაინელ ჯარისკაცზე. დაჭრილია 600-მდე ადამიანი, მაგრამ ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ისევე როგორც დაღუპულების რაოდენობა“, – აღნიშნა პალამარმა. პალამარა აღნიშნავს, რომ ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ გახდება შესაძლებელი. „ჩვენ არც კი ვიცით ზუსტად რამდენი სამხედროს ცხედრის ამოღება ვერ მოვახერხეთ ამ ნანგრევებიდან. მიმაჩნია, რომ რუსულ მხარესაც სჭირდება დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების…

მეტი...

,,მინდა პატივისცემა გამოვხატო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანის მიმართ”- შალვა პაპუაშვილი

,,დღეს ყველა პატივს მივაგებთ თანამემამულეებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის,”- ასე მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე. „თქვენთან ერთად მინდა ვიყო იმ ემოციის თანაზიარი, რომელსაც 9 მაისი იწვევს თქვენში. როდესაც წამებში ცოცხლდება მოგონება – სადაც სევდა, ტკივილი და სიხარული ერთმანეთს ენაცვლება. 9 მაისი ჩვენი ხალხის მეხსიერებაში ინახავს უსახელო და სახელოვანი გმირების ისტორიას. დღეს ყველა პატივს მივაგებთ თანამემამულეებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის.მინდა პატივისცემა გამოვხატო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანის მიმართ. თქვენმა გმირობამ შექმნა ისტორია და გადაარჩინა მომავალი. მადლობას გიხდით…

მეტი...

აშშ “სბერბანკისა” და “გაზპრომბანკის” ხელმძღვანელ პირებს სანქციებს დაუწესებს

თეთრი სახლის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების პაკეტს აანონსებს. ქვეყანა სანქციების დაწესებას  “დიდი შვიდულის” ქვეყნებთან ერთად გეგმავს. “დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა და “დიდი შვიდულის” ქვეყნებმა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართეს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება უკრაინის პოზიციების გამყარებაში როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენი მხრიდან დაწესებული უპრეცედენტო სანქციები უკვე უზარმაზარ ზარალს აყენებს რუსეთის ეკონომიკას და ჩვენს მიერ ექსპორტის კონტროლმა ჩაახშო რუსეთის წვდომა მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე და მიწოდების ჯაჭვებზე, რომელიც მას სამხედრო ამბიციების შესანარჩუნებლად სჭირდება. პუტინის ომმა შესაძლოა,  გაანადგუროს რუსეთში ბოლო 15 წლის ეკონომიკური მიღწევები. პუტინმა ვერ მიაღწია თავის თავდაპირველ სამხედრო მიზანს, დაუფლებოდა უკრაინას, მაგრამ მან მოახერხა,…

მეტი...

,,ევროკავშირმა რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს”- ჯოზეფ ბორელი

,,ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს,” – აღნიშნული განცხადება, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. ბორელის განცხადებით, აშშ-მა ავღანეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების მილიარდობით დოლარზე აიღო კონტროლი, რათა სხვა საკითხებთან ერთად გადაეხადა ტერორიზმის მსხვერპლთა კომპენსაცია. შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია მსგავს რამეზე ფიქრი  რუსეთთან მიმართებაში. „თანახმა ვიქნებოდი, რადგან ეს სრულიად ლოგიკურია. ფული გვაქვს და ვინმემ ამიხსნას, რატომ არის კარგი ავღანეთის ფულით ამის გაკეთება, რუსული ფულით კი არა“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.  

მეტი...

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები მთავრობისგან ფულად დახმარებას მიიღებენ

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო  მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი  უკვე მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის – დედაქალაქის მერია.

მეტი...

,,აუცილებელია ჩემი სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან წერილს ავრცელებს. მიმართვაში ყოფილი პრეზიდენტი თანადგომისთვის მადლობას უხდის ყველას, ვინც მის მიმართ ყურადღება გამოიჩინა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კლინიკაში მისი გადაყვანა აუცილებლად უნდა მოხდეს, თუმცა არა გორში ან გლდანში. “მადლობა ყველას, ვინც ციხესთან მოვიდა. მეგობრებო, დღეს არ გადავუყვანივარ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ციხის ექიმები ყველანი შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით, სანამ შევძლებ ნამდვილ მკურნალობას, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი, სადაც ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელთა შედეგადაც დადგა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა. ძალიან…

მეტი...

9 მაისს ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ

9 მაისს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ევროპის დღეს აღნიშნავს. ევროპის დღეს, საქართველოს გვერდით არის ევროპის გუნდი, რომელიც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი,  ევროპის დღესთან დაკავშირებით ტრადიციულ განცხადებას ავრცელებს. ელჩი ყურადღებას ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე ამახვილებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ,,საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა   მომავალში გაიზრდება,  რადგან  საქართველომ  ისტორიული ნაბიჯი გადადგა – ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა  – მისი მოსახლეობის  აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობით. საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებასა და კულტურაში დემოკრატიის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თავისუფლების ღირებულებების ღრმა საფუძვლის არსებობას გვაჩვენებს. ღირებულებებისა, რომელიც ყველასთვის დღემდე ძვირფასია და მათ დასაცავად გვინდა ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ბრძოლა მთელ მსოფლიოში. ევროკავშირი საქართველოს გვერდით  დგას. ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად”…

მეტი...

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. სანქციები ახალი იმპორტის გადასახადებს მოიცავს. ამასთან, აიკრძალა 308 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქიმიური ნივთიერებების, პლასტმასის, რეზინისა და მძიმე ტექნიკის ექსპორტი. ამ მოცულობიდან 1.4 მილიარდი იყო რუსული ექსპორტი ბრიტანეთში, რომელზეც ლონდონი ახლა დამატებით 35-პროცენტიან იმპორტის გადასახადს აწესებს. ბრიტანეთი რუსეთში გარკვეული საქონლის ექსპორტს სრულად აკრძალავს. დიდი ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყანამ უკვე დააწესა სანქციები რუსეთთან სავაჭრო საქონელზე, რომლის საერთო მოცულობა ოთხ მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

მეტი...

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.  1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულებულად გამოცხადდა. 1941 წელს ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა.  აქედან თითქმის ნახევარი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. ოთხწლიან ომს, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.    

მეტი...

„აზოვსტალის“ ქარხნიდან 173 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან კიდევ 173 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ათი ავტობუსი უკვე უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მარიუპოლის ქალაქის საბჭოს განცხადებით, „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის  დროს,  სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. „უკრაინის შეიარაღებული ძალები და ლეგიონი „აზოვი“, უდიდესი ძალისხმევის ფასად, არა მხოლოდ ინარჩუნებენ თავდაცვას, არამედ შველიან სამოქალაქო პირებს. მტერი ამ დროს ურტყამს ზურგში. ცინიკურად, ეშმაკურად, რუსულად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

,,რუსეთის არმია უკრაინაში გენოციდით არის დაკავებული”-ალექსეი არესტოვიჩი

,,უკრაინაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა, რუსეთის არმია უკრაინაში გენოციდით არის დაკავებული,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. არესტოვიჩის განცხადებით, რუსი სამხედროები მასობრივად აწამებენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. „ჯერჯერობით საკითხი უკრაინელი ხალხის გადარჩენაზეა, რადგან რუსული არმია აქ წმინდა გენოციდს ეწევა. სხვათა შორის, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო ამ საქმეს სწორედ რუსეთის გენოციდად განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ – ასე ჰქვია საქმეს და არა სხვანაირად. მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. ჯერ რომელ „ძმობაზე“ შეიძლება, ვისაუბროთ? თუნდაც ურთიერთობების აღდგენა მოხდეს – ბოლოს და ბოლოს, მეზობლები ვართ – ეს…

მეტი...