,,ველოდებით ახალ აფეთქებებს და ხანძრებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში”- ალექსეი არესტოვიჩი

ბოლო პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე ხანძრის შემთხვევებმა იმატა. უკრაინის ინფორმაციით, რუსეთში მოქმედებს მოძრაობა, რომელიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის და მიზანმიმართულად აჩენს ხანძრებს. აღნიშნულ ინფორმაციას, კრემლში ამ დრომდე უარყოფენ. “პუტინს რუსეთი სამარისკენ მიყავს. არიან ადამიანები რომლებსაც ეს არ სურთ. ამიტომ რუსეთის ტერიტორიაზე ამოქმედდა ლეგიონი თავისუფლება რუსეთს. მათ, ვისაც არ სურს უკრაინაში საომრად ჩამოსვლა, გადაწყვიტეს წინააღმდეგობა გაუწიონ პუტინის რეჟიმს ადგილებზე. შესაბამისად, ველოდებით ახალ აფეთქებებს, ე.წ. შემთხვევით დანგრეულ ხიდებსა და ხანძრებს თავდაცვის სამინისტროს შენობებში რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში”- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი  

მეტი...

,,მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, განსაკუთრებით – არტილერიის თვალსაზრისით”- უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. „მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, განსაკუთრებით – არტილერიის თვალსაზრისით. მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, მოგერიებულია რუსი ოკუპანტების ათი თავდასხმა, განადგურდა ორი ტანკი, 17 საარტილერიო სისტემა, 38 ერთეული ჯავშანტექნიკა და მტრის 10 ერთეული მანქანა“, – ვკითხულობთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში. ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა გამოიყენა 120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. სავარაუდოდ, აღნიშნული დანაყოფების მეოთხედზე მეტი, ახლა საბრძოლველად არაეფექტურია. ბრიტანეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები რუსეთის მთლიანი სახმელეთო…

მეტი...

,,გვინდა რუსეთს არ ემუქრებოდეს საფრთხე უკრაინის ტერიტორიიდან”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის სამხედროებს უნდა უბრაძნოს – შეწყვიტონ წინააღმდეგობა. ლავროვი მიიჩნევს, რომ ომის მიზანი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა და “ნაციფიკაციასთან” დაკავშირებული საფრთხის შემცირებაა. “მის დანებებას არ ვითხოვთ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ზელენსკიმ უბრძანოს თავის სამხედროებს, შეწყვიტონ წინააღმდეგობა. ჩვენი მიზანი უკრაინაში რეჟიმის შეცვლა არ არის. ეს ამერიკული სპეციალობა. გვინდა უკრაინის აღმოსავლეთში ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, რომ მათ მილიტარიზაცია არ ემუქრებოდეთ, რუსეთს კი არ ემუქრებოდეს საფრთხე უკრაინის ტერიტორიიდან. უკრაინაში ოპერაციის განხორციელების ტემპი, პირველ ყოვლისა, დამოკიდებულია სამოქალაქო მოსახლეობისა და რუსი სამხედროებისთვის ნებისმიერი რისკის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობაზე”, – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება

ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. სომხური მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები ქუჩებს კეტავენ. აქციის მონაწილეებმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალეს  და ღამე ქუჩაში გაათენეს. დემონსტრანტების განცხადებით,   სანამ მიზანს არ მიაღწევენ, მათი პროტესტი გაგრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გადადგომაა. ამ დროისთვის, გადაკეტილია – მიასნიკიანის, ჰერაცის, გნუნის, ვარდანანცის ცენტრალური გამზირები.

მეტი...

საჰაერო იერიშს ხარკოვში მსხვერპლი მოჰყვა

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში საარტილერიო შეტევა განახორციელეს ფერმერული მეურნეობის წინააღმდეგ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია ერთი პირი. დაბომბვის შედეგად, ათზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. ამასთან, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთში. მედიის ინფორმაციით, დონბასში გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის ათი შეტევა მოიგერია. უკრაინელმა სამხედროებმა რუსი სამხედროების ტანკები, საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.

მეტი...

ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს

“ვფიქრობ, საპრეზიდენტო ვიზიტი განიხილება, მაგრამ საკითხია – რამდენად სწრაფად იქნება ეს შესაძლებელი”,- განაცხადა CNN-თან აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ შიფმა, ჯო ბაიდენის უკრაინაში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. კვირას კიევში კონგრესის დელეგაციის წევრებსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლიდიმერ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა. ადამ შიფმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. შიფმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო მის პრიორიტეტებზე შემდგომი დახმარებისთვის, განსაკუთრებით ომის ახალი ფაზის განმავლობაში. დელეგაციის წევრებმა შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტს გადასცეს და გასცეს რეკომენდაციები. “ჩვენ გვინდოდა მასთან ერთად გვემსჯელა, ამ მართლაც დიდი თანხის ფარგლებში…

მეტი...

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო კითხვარის შევსებული ნაწილი კარლ ჰარცელს დღეს გადაეცემა

საქართველო კარლ ჰარცელს , ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო შევსებული კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც 369 პოლიტიკური და ეკონომიკური კითხვისგან შედგება,  დღეს გადასცემს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შევსების პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება და იმედოვნებენ, რომ ევროკომისია შევსებულ კითხვარს დადებითად შეაფასებს. ამასთან, გრძელდება მუშაობა მეორე ნაწილის შესავსებად, რომლისთვისაც დრო, ქვეყანას 13 მაისამდე აქვს.

მეტი...

საქართველოში საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა მოხდა

წუხელ, 23:35 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი  დმანისთან, სოფელ სამებასთან იყო. მისი სიმძლავრე 5.3 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. ბიძგები საკმაოდ ძლიერად იგრძნობოდა თბილისში. როგორც სეისმოლოგი თეა გოდოლაძე განმარტავს, ბოლო ერთი წელია, ჯავახეთის ქედი სეისმურად ძალიან საკმაოდ აქტიურია და ფონური სეისმურობაც გაზრდილია. მისივე შეფასებით, მიყოლებით ხდება მიწისძვრა.  

მეტი...

„აზოვსტალიდან“ დაჭრილების გამოყვანა ვერ ხერხდება

​აზოვსტალის ქარხანაში მყოფი დაჭრილი მებრძოლები ტერიტორიას ვერ ტოვებენ. მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევაც შეუძლებელია, რადგანაც ტერიტორიაზე გახსნილი „მინი ჰოსპიტალი“ დაიბომბა. როგორც “აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე აცხადებს, დაჭრილთა მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ,,ქარხანაში ჯერ კიდევ არიან დაჭრილებიც. ჯერ არ მომხდარა მათი ევაკუაცია, მაგრამ იმედი გვაქვს, მათი ტერიტორიიდან გაყვანა მოხერხდება“ – აცხადებს სვიატოსლავ პალამარი.

მეტი...

მარიუპოლიდან მოსახლეობის გამოყვანა დღესაც გაგრძელდება

უკრაინა-რუსეთის 2 თვიანი ომის შემდეგ, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია პირველად გაუხსნა. გვირაბებში შეფარებული მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი გუშინ გამოიყვანეს. მათი გამოყვანა დღესაც გაგრძელდება. „დღეს, ომის დღეებში პირველად დაიწყო მუშაობა სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმა „აზოვსტალიდან“, პირველად იყო ორდღიანი რეალური ცეცხლის შეწყვეტა“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში და აღნიშნავს, რომ 2 მაისს, მარიუპოლიდან ევაკუაცია დილის 08:00 საათიდან განახლდება. „დღეს საბოლოოდ მოვახერხეთ „აზოვსტალიდან“ ხალხის ევაკუაციის დაწყება. მრავალკვირიანი მოლაპარაკებების, მრავალი მცდელობის შემდეგ, სხვადასხვა შეხვედრის, მოწოდებებისა და წინადადებების შემდეგ. არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ არ გვეცადა ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც გადაარჩენს ჩვენს ხალხს. 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე…

მეტი...

რუსეთისთვის 9 მაისი უკრაინაში ომის დასრულების სიმბოლური თარიღი არ არის – ლავროვის განმარტებები

„აშშ და კანადა ავარჯიშებდნენ ნეონაცისტებს, რომლებიც შემდეგ უკრაინის არმიას შეუერთდნენ“ – აცხადებს კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრი და კიევს მოუწოდებს, იარაღი დაყაროს. როგორც სერგეი ლავროვი განმარტავს, „სამხედრო სპეცოპერაცია“ 9 მაისს დასრულდება, თუ სხვა დროს, ამის წინასწარ დადგენა შეუძლებელია. „მოსკოვი ხელოვნურად ვერ დაარეგულირებს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის 9 მაისამდე დასრულების ვადებს. ოპერაციის მიზანია უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციისთვის შეტევითი იარაღისა და ნაციზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხის განეიტრალება. ვითხოვთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნეონაცისტური ფორმირებების წევრებს უბრძანოს, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებსაც ისინი აკავებენ და შეწყვიტონ წინააღმდეგობა“ – ასეთია კრემლის გზავნილი. ლავროვის განმარტებით, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა…

მეტი...