მარიუპოლიდან მოსახლეობის გამოყვანა დღესაც გაგრძელდება

უკრაინა-რუსეთის 2 თვიანი ომის შემდეგ, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია პირველად გაუხსნა. გვირაბებში შეფარებული მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი გუშინ გამოიყვანეს. მათი გამოყვანა დღესაც გაგრძელდება.

„დღეს, ომის დღეებში პირველად დაიწყო მუშაობა სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმააზოვსტალიდან“, პირველად იყო ორდღიანი რეალური ცეცხლის შეწყვეტა“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში და აღნიშნავს, რომ 2 მაისს, მარიუპოლიდან ევაკუაცია დილის 08:00 საათიდან განახლდება.

„დღეს საბოლოოდ მოვახერხეთ „აზოვსტალიდან“ ხალხის ევაკუაციის დაწყება. მრავალკვირიანი მოლაპარაკებების, მრავალი მცდელობის შემდეგ, სხვადასხვა შეხვედრის, მოწოდებებისა და წინადადებების შემდეგ. არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ არ გვეცადა ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც გადაარჩენს ჩვენს ხალხს. 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უკვე ევაკუირებულია“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები