„აზოვსტალიდან“ დაჭრილების გამოყვანა ვერ ხერხდება

​აზოვსტალის ქარხანაში მყოფი დაჭრილი მებრძოლები ტერიტორიას ვერ ტოვებენ. მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევაც შეუძლებელია, რადგანაც ტერიტორიაზე გახსნილი „მინი ჰოსპიტალი“ დაიბომბა.

როგორც “აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე აცხადებს, დაჭრილთა მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

,,ქარხანაში ჯერ კიდევ არიან დაჭრილებიც. ჯერ არ მომხდარა მათი ევაკუაცია, მაგრამ იმედი გვაქვს, მათი ტერიტორიიდან გაყვანა მოხერხდება“ – აცხადებს სვიატოსლავ პალამარი.

მსგავსი თემები