საქართველოში საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა მოხდა

წუხელ, 23:35 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი  დმანისთან, სოფელ სამებასთან იყო. მისი სიმძლავრე 5.3 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

ბიძგები საკმაოდ ძლიერად იგრძნობოდა თბილისში. როგორც სეისმოლოგი თეა გოდოლაძე განმარტავს, ბოლო ერთი წელია, ჯავახეთის ქედი სეისმურად ძალიან საკმაოდ აქტიურია და ფონური სეისმურობაც გაზრდილია. მისივე შეფასებით, მიყოლებით ხდება მიწისძვრა.

 

მსგავსი თემები