საჰაერო იერიშს ხარკოვში მსხვერპლი მოჰყვა

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში საარტილერიო შეტევა განახორციელეს ფერმერული მეურნეობის წინააღმდეგ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია ერთი პირი. დაბომბვის შედეგად, ათზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

ამასთან, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს უკრაინის აღმოსავლეთში. მედიის ინფორმაციით, დონბასში გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის ათი შეტევა მოიგერია. უკრაინელმა სამხედროებმა რუსი სამხედროების ტანკები, საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.

მსგავსი თემები