ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო კითხვარის შევსებული ნაწილი კარლ ჰარცელს დღეს გადაეცემა

საქართველო კარლ ჰარცელს , ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო შევსებული კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც 369 პოლიტიკური და ეკონომიკური კითხვისგან შედგება,  დღეს გადასცემს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შევსების პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება და იმედოვნებენ, რომ ევროკომისია შევსებულ კითხვარს დადებითად შეაფასებს.

ამასთან, გრძელდება მუშაობა მეორე ნაწილის შესავსებად, რომლისთვისაც დრო, ქვეყანას 13 მაისამდე აქვს.

მსგავსი თემები