ერევანში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება

ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. სომხური მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები ქუჩებს კეტავენ.

აქციის მონაწილეებმა საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალეს  და ღამე ქუჩაში გაათენეს. დემონსტრანტების განცხადებით,   სანამ მიზანს არ მიაღწევენ, მათი პროტესტი გაგრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გადადგომაა.

ამ დროისთვის, გადაკეტილია – მიასნიკიანისჰერაცისგნუნისვარდანანცის ცენტრალური გამზირები.

მსგავსი თემები