,,მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, განსაკუთრებით – არტილერიის თვალსაზრისით”- უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

„მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, განსაკუთრებით – არტილერიის თვალსაზრისით. მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, მოგერიებულია რუსი ოკუპანტების ათი თავდასხმა, განადგურდა ორი ტანკი, 17 საარტილერიო სისტემა, 38 ერთეული ჯავშანტექნიკა და მტრის 10 ერთეული მანქანა“, – ვკითხულობთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა გამოიყენა 120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. სავარაუდოდ, აღნიშნული დანაყოფების მეოთხედზე მეტი, ახლა საბრძოლველად არაეფექტურია.

ბრიტანეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები რუსეთის მთლიანი სახმელეთო საბრძოლო ძალის დაახლოებით 65%-ია.

 

მსგავსი თემები