,,გვინდა რუსეთს არ ემუქრებოდეს საფრთხე უკრაინის ტერიტორიიდან”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის სამხედროებს უნდა უბრაძნოს – შეწყვიტონ წინააღმდეგობა. ლავროვი მიიჩნევს, რომ ომის მიზანი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა და “ნაციფიკაციასთან” დაკავშირებული საფრთხის შემცირებაა.

“მის დანებებას არ ვითხოვთ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ზელენსკიმ უბრძანოს თავის სამხედროებს, შეწყვიტონ წინააღმდეგობა. ჩვენი მიზანი უკრაინაში რეჟიმის შეცვლა არ არის. ეს ამერიკული სპეციალობა. გვინდა უკრაინის აღმოსავლეთში ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, რომ მათ მილიტარიზაცია არ ემუქრებოდეთ, რუსეთს კი არ ემუქრებოდეს საფრთხე უკრაინის ტერიტორიიდან. უკრაინაში ოპერაციის განხორციელების ტემპი, პირველ ყოვლისა, დამოკიდებულია სამოქალაქო მოსახლეობისა და რუსი სამხედროებისთვის ნებისმიერი რისკის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობაზე”, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები