,,ველოდებით ახალ აფეთქებებს და ხანძრებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში”- ალექსეი არესტოვიჩი

ბოლო პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე ხანძრის შემთხვევებმა იმატა. უკრაინის ინფორმაციით, რუსეთში მოქმედებს მოძრაობა, რომელიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის და მიზანმიმართულად აჩენს ხანძრებს. აღნიშნულ ინფორმაციას, კრემლში ამ დრომდე უარყოფენ.

“პუტინს რუსეთი სამარისკენ მიყავს. არიან ადამიანები რომლებსაც ეს არ სურთ. ამიტომ რუსეთის ტერიტორიაზე ამოქმედდა ლეგიონი თავისუფლება რუსეთს. მათ, ვისაც არ სურს უკრაინაში საომრად ჩამოსვლა, გადაწყვიტეს წინააღმდეგობა გაუწიონ პუტინის რეჟიმს ადგილებზე. შესაბამისად, ველოდებით ახალ აფეთქებებს, ე.წ. შემთხვევით დანგრეულ ხიდებსა და ხანძრებს თავდაცვის სამინისტროს შენობებში რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში”- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი

 

მსგავსი თემები