“თუ “ქართული ოცნება” კანონპროექტს პირველი მოსმენით დაამტკიცებს, ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში გადავა” – მარიამ ჯაში

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებებს დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ და სხდომათა დარბაზს პროტესტის ნიშნად ტოვებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტი პირველი მოსმენით აღნიშნულ კანონპროექტს დაამტკიცებს, ჯაში აცხადებს, რომ ფრაქცია არც ბოიკოტის რეჟიმზე გადასვლას გამორიცხავს: “ნუ გარისკავთ ამ ცვლილებების მხარდაჭრას, რადგან თუნდაც ერთი საარჩევნო ოლქის ჩაკეტვა კორონავირუსის ეპიდსიტუაციის გართულების საბაბით, სერიოზულ კითხვებს გააჩენს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ვხედავთ დღეს, პარლამენტის უმრავლესობა აპირებს კენჭი უყაროს პირველი მოსმენით ამ კანონპროექტს. რამდენადაც, ის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დემორკატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება,…

მეტი...

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისში ხანძარია

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისში ხანძარია. მუნიციპალიტეტის მერის, თემურ ჩუბინიძის ინფორმაციით, ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიამდე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძარი, დაახლოებით, ოთხ ჰექტარ ფართობზე ბუჩქებს და ბალახს უკიდია. ადგილზე მეხანძრეთა ორი ჯგუფი მუშაობს.

მეტი...

სოფელ მერეთის მიმდებარედ ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. ოკუპანტები რამდენიმე მეტრით გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა აღნიშნული ტერიტორია დატოვეს. მომხდართან დაკავშირებით ცხელი ხაზი გააქტიურდა. ინფორმირებულია ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მეტი...

“მოწადინებული ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რათა საქართველო ევროპელი ტურისტების რუკაზე დარჩეს” – კარლ ჰარცელი

“მოწადინებული ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რომ საქართველო ევროპელი ტურისტების რუკაზე დარჩეს”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გააკეთა. „ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ დააანონსა ამბიციური გეგმა ტურიზმის სექტორში. მთავრობა შიდა ტურიზმის განახლებას 15 ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების მიღებას პირველი ივლისიდან აპირებს. ჩვენ ვხვდებით, რომ იქნება სირთულეები. ვიცით, რომ მიმდინარეობს ორმხრივი დისკუსიები, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რათა ზაფხულის სეზონი არ დაიკარგოს, რაც ძალიან რთული იქნება. ამის მიზეზი არის არა მხოლოდ საქართველოში არსებული სიტუაცია, რომელსაც ტურისტების მიზიდვის პოტენციალი ნამდვილად აქვს, არამედ ასევე არსებობს შიდა განზომილება ევროკავშირში, სადაც ტურიზმის მინისტრები შეთანხმდნენ შენგენის…

მეტი...

“ბავშვების ჩაკეტვა და იზოლირება სიკეთეს ვერ მოგვიტანს” – პედიატრი

“ზაფხულში ბავშვები ქალაქგარეთ უნდა გავიყვანოთ, ჩაკეტვა და იზოლირება სიკეთეს ვერ მოგვიტანს, რადგან ბავშვებს სუფთა ჰაერი და გაკაჟება სჭირდებათ”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალვინა ჯავახაძემ განაცხადა. მისვე თქმით, შესაძლებელია კორონავირუსი ზაფხულში შემცირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შემთხვევები არ გვექნება. „როგორც წესი, ვირუსული ინფექციები, ავადობა ზაფხულში შესაძლებელია შემცირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემთხვევები არ გვექნება, შემთხვევები ნამდვილად იქნება, პანდემია ჩაქრება, მაგრამ ვირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს. უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ შეიძლება კორონავირუსით დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მასთან შეხება ექნება, მაგრამ ისეთი ვირუსი, რომელიც ხანგრძლივად ცირკულირებს, გარკვეული პერიოდის მერე ისეთი…

მეტი...

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის მიწოდებას სექტემბერში დაიწყებს

ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca-მა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის 400 მილიონი დოზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმა. პირველი მიწოდება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ AstraZeneca-ი მზად არის უახლოეს თვეებში პრეპარატის მიწოდებაზე დამატებითი შეთანხმებები გააფორმოს, რათა მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ ექსპერიმენტული ვაქცინის 300 მილიონ დოზას მიიღებს, ხოლო დიდი ბრიტანეთი კი 100 მილიონ დოზას, აქედან 30 მილიონ დოზას უკვე სექტემბრისთვის.

მეტი...

მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება

საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება. ცვლილების თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ ისეთ ღონისძიებებს, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის…

მეტი...

“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი მეგობრები ვართ” – კარლ ჰარცელი

“ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში იცნობა და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი მეგობრები ვართ”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ონლაინ შეხვედრის დროს განაცხადა. „მინდა ვისაუბრო თუ რა გავაკეთეთ ბოლო კვირებისა და ბოლო ორი თვის მანძილზე. ამ პერიოდში ჩვენ ვიხილეთ სამი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც გაჟღერდა. გრანტების სახით საქართველოსთვის დაახლოებით 250 მილიონი ევრო გამოიყო. ეს ახალი გრანტები და ახალი დაფინსებაა. ჩვენ ასევე გავაძლიერეთ თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა მოხდეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა. ამასთან, თქვენ ნახეთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მაკრო ფინანსური მხარდაჭერისთვის 150 მილიონი დაამტკიცა. თუ შევაფასებთ…

მეტი...

ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული შემზღუდავი ნორმები კანონპროექტის გარდამავალ დებულებებში გაიწეროს. კობახიძის განმარტებით, დებულების მოქმედების ვადა შეიძლება, პირობითად განისაზღვროს 15 ივლისი, რა დროისთვისაც კორონავირუსის საფრთხე სავარაუდოდ გადაივლის. „კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ, ამ კანონის მიღება არის ერთგვარი სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. როგორც მოგეხსენებათ, ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, თუმცა, ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით და იდეის დონეზე, მინდა, შემოვიტანო ასეთი ინიციატივა: მეორე მოსმენამდე დღესვე რო განვიხილოთ ასეთი რამ – ის შეზღუდვები, უფრო სწორად ნორმები, რომლებიც დგინდება ამ ახალი კანონით, იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად, პირობითად რომ…

მეტი...

ანა დოლიძე სამოქალაქო მოძრაობას აფუძნებს

„ვერთიანდებით ადამიანები, რომელთაც აქვთ სამართლიანობისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის ბრძოლის გამოცდილება“, – ასე წარადგინა ანა დოლიძემ მისივე დაფუძნებული ახალი სამოქალაქო მოძრაობა „მოძრაობა ხალხისათვის“. მისი თქმით, ერთიანდებიან, რათა შექმნან სახელმწიფო ხალხისათვის. „წესით ხვალ სრულდება საგანგებო მდგომარეობა და ხელისუფლების საზრუნავი უნდა იყოს ეკონომიკური ნახტომის შექმნა; მაჩანჩალა ქვეყნის სტატუსიდან გამოყვანა, ამის მაგივრად კი, ხელისუფლება ცდილობს, ჩვენი უფლებების შეზღუდვით საკუთარი არსებობა გაიხანგრძლივოს. ჩვენ ვერთიანებით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოვიტანოთ პირობები, როდესაც ყველა მოქალაქე შეძლებს საკუთარი ნიჭის და პოტენციალის რეალიზებას მეტი დოვლათის შესაქმნელად. ვერთიანდებით იმისთვის, რომ შევქმნათ საჯარო სივრცე, სადაც საქმეზე საუბარი იქნება შესაძლებელი სახელმწიფო ამოცანებზე“,…

მეტი...

“ხომ მაგრად გეწყინათ, ზურაბიშვილმა რომ შეიწყალა პოლიტპატიმრები და თქვენ არც იცოდით” – ბოკერია უმრავლესობას

“პატივცემულ უმრავლესობას დისკუსია იმისკენ მიჰყავს, რომ მთავრობა სწორად მუშაობს, მაგრამ ჩვენ არ გეთანხმებით, რომ მთავრობა კარგად მუშაობს”, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მიუღებელია შეზღუდვა, რომელიც ავტომობილში შეზღუდვებს გულისხმობს, ასევე მიუღებელია ბიზნესების შერჩევით დახურვა. ბოკერიამ უმრავლესობის წევრების კითხვით მიმართ, შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერით საკუთარ როლზე უარს რატომ ამბობენ. „საგანგებო მდგომარეობა არ დაარქვათ-მეთქი, მე ეგ შემოგთავზეთ. დაარქვით „ჯანდაცვის სპეციალური ზომები“. მომიზეზებული რომ გაქვთ, საგანგებო მდგომარეობა რაღაცებს იწვევს სხვასო. სხვა სახელი დაარქვით და პარლამენტის როლი დატოვეთ. თუ დასახურია რამე, თქვენი აზრით, თქვენს ხელშია მაინც და…

მეტი...

“კორონავირუსის მეორე ტალღა გრიპის სეზონს დაემთხვევა” – აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი

“აშშ-მა უნდა გაზარდოს დაავადების სწრაფად გამოვლენის შესაძლებლობები უახლოეს თვეებში, რათა თავიდან აიცილოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი, ვინაიდან კორონავირუსის მეორე ტალღა გრიპის სეზონს დაემთხვევა”, – განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, რობერტ რედფილდმა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის თქმით, ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში მზად არ იყვნენ ამ ვირუსისთვის. „ჩვენ ვიხილეთ მტკიცებულება, რომ ვირუსი სამხრეთ ნახევარსფეროში ვრცელდება და ვხედავთ, თუ რა ხდება ბრაზილიაში და როდესაც ვირუსი სამხრეთ ნახევარსფეროს მოიცავს, ის კვლავ ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებს. თუ ისეთივე გრიპის სეზონი გვექნება, როგორც 2018 წელს, როცა 80 ათასი ადამიანი დაიღუპა, ჯანდაცვის სისტემა უდიდესი წნეხის ქვეშ…

მეტი...

„კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საზღვარგარეთ მყოფ 1974 წელს დაბადებულ გ.ღ.-ს „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. შსს-ს ინფორმაციით, სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 მაისს 13 პირი დააკავა, ხოლო 21 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა. გ.ღ.-ს მიმართ კი გამოცხადდება ძებნა. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ, ტელეფონის…

მეტი...

რა უნდა გაითვალისწინონ თურქეთში სამკურნალოდ მიმავალმა პაციენტებმა და თანმხლებმა პირებმა – ინსტრუქცია

თურქეთის საელჩომ გაავრცელა ვრცელი განაცხადება, სადაც განმარტებულია, თუ რა მიზნებითაა შესაძლებელი პაციენტების თურქეთში გამგზავრება და რა უნდა გაითვალისწინონ მკურნალობის მსურველებმა და მათმა თანმხლებმა პირებმა. პაციენტთა მიღება მოხდება შემდეგ დარგებში: ორთოპედია, ტრავმატოლოგია, ზოგადი ქირურგია, გულისა და სისხლძარღვების ქირურგია, ქირურგიული ონკოლოგია, ქიმიოთერაპია, რადიაციული ონკოლოგია, ნეიროქირურგია და ასევე ორგანოებისა და ძვლის ტვინის გადანერგვა. „პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს, შესაბამისი საფასურის გადახდით, აეროპორტებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებში ჩაუტარდებათ COVID-19 PCR კვლევა ან აიღება ნიმუში PCR-სთვის. დანართში წარმოდგენილია წესები, რომელიც უნდა დაიცვან პაციენტებმა და მისმა თანმხლებმა პირებმა. საქართველოს ოფიციალურ უწყებებს მიეწოდათ ინფორმაცია მიღებულ ზომებთან დაკავშირებით“…

მეტი...

“წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია, ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს რობაქიძე, მოლაშვილი” – სოფო კილაძე

“წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია საერთოდ ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს, ასევე ბუტა რობაქიძე, სულხან მოლაშვილი”, – ამის შესახებ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმეს უნდა ბოროტად რაიმეს გამოყენება, სულ არ სჭირდება ამისთვის არც კანონი, არც სასამართლო. „ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სახელი. რა თქმა უნდა, სავსებით სამართლიანად, როდესაც ადამიანის უფლებების შეზღუდვას ეხება საქმე, ბუნებრივია ადამიანის…

მეტი...

მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ქურდობისთვის 9 ქართველი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია

“საბერძნეთში ქურდობისთვის 9 ქართველი დააკავეს”, – ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. არსებული ინფორმაციით, ისინი შეთანხმებულად, ატიკას სხვადასხვა რაიონში ბინებს ძარცვავდნენ. დაკავებულთაგან ერთი ქალია. მათ ბრალი კანონის განმეორებით დარღვევისთვის, ძარცვისა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის ედებათ.

მეტი...

“იუთუბმა“ კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება აკრძალა

ვიდეოპლატფორმა „იუთუბის“ მფლობელმა კორპორაცია „გუგლმა“ გამოაქვეყნა ის თემები, რომელთა შემცველი ვიდეორგოლების „იუთუბზე“ განთავსება აკრძალული იქნება. მათ შორისაა „კოვიდ-19“-ის შესახებ გავრცელებული სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია და შეთქმულების თეორია. ამიერიდან „იუთუბზე“ ვეღარ განთავსდება ვიდეო, სადაც საუბარია, რომ კორონავირუსი არ არსებობს ან ის 5G ქსელით ვრცელდება. ასევე აკრძალული იქნება ისეთი ვიდეოს განთავსება, სადაც საუბარია კორონავირუსის ე.წ სახალხო მეთოდებით მკურნალობაზე. ასევე ვირუსის შესახებ ისეთი ცრუ ცნობების შემცველი მასალის გამოქვეყნება, როგორიცაა ყალბი ინფორმაცია, რომ „ვირუსის ვაქცინა ან წამალი უკვე არსებობს“. ასევე აკრძალული იქნება მტკიცება, რომ ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსისგან დაცულია. აკრძალული თემების შემცველი ვიდეოები „იუთუბიდან“ წაიშლება. განმეორებით მათი ატვირთვის შემთხვევაში კონკრეტულ მომხმარებლების ანგარიშებს…

მეტი...

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1915 შეადგინა.ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენციაა. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან უკვე გაყიდა ჯამში 160 მილიონი აშშ დოლარი.

მეტი...

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს 91 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო

აზიის საინვესტიციო ბანკი საქართველოს დაეხმარება, – ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს,როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საბიუჯეტო მხარდაჭერის მოცულობა 91,340,000 ევროს შეადგენს. „აღსანიშნავია, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ნაწილია მსოფლიო ბანკთან პირველ მაისს გაფორმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ სასესხო შეთანხმებისა, რომლითაც მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ აშშ დოლარი (ეკვივალენტი ევროში 73.1 მლნ) გამოყო. საბიუჯეტო მხარდაჭერის მოცულობა შეადგენს 91,340,000 ევროს და მისი მიზანია, საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა, მასზე რეაგირება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერება. ჩვენი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება ქვეყნის ჯანდაცვის…

მეტი...

უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას პირველი ივლისიდან განაახლებს

უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, უკრაინამ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან საერთაშორისო ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. „1-ლი ივლისიდან ვგეგმავთ პირველი ფრენების დაწყებას საქართველო-უკრაინას შორის“, – წერს ვლადისლავ კრიკლი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა ორი დღის წინ გამართა. შეხვედრაზე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გარდა, ეკონომიკის სხვა სფეროებში ორ ქვეყანას შორის ორმხივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მეტი...

“ჩვენი დევიზია „მეტი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას“ – ირაკლი კობახიძე

თქვენ იცით ჩვენი დევიზი, ეს არის – მეტი ვანო ოპოზიციას, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური მომავლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. კობახიძის თქმით, ოპოზიციას წარმატების შანსი არც ერთ შემთხვევაში არ ექნება. „თქვენ იცით ჩვენი დევიზი, ეს არის – მეტი ვანო ოპოზიციას. რაც მეტი ვანო იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა პარტიაში, მით უკეთესი. დანარჩენი ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. მათ არც ისე, არც ასე – არანაირი ფორმით არ აქვთ წარმატების შანსი,”- განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

“პოლარიზება, რაც დღესაა, ამაზე მეტი არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ომს ხომ არ გამოვუცხადებთ ერთმანეთს” – კახა კალაძე

პოლარიზება, რაც დღესაა, ამაზე მეტი არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ომს ხომ არ გამოვუცხადებთ ერთმანეთს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძემ უპასუხა მედიის კითხვას, რომლის თანახმადაც, „ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წევრებს გოიმები უწოდა და მსგავსი განცხადებები ხომ არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლარიზებას“. დედაქალაქის მერის თქმით, შექმნილ რთულ სიტუაციაში ახსოვთ ოპოზიციის მხრიდან აბსურდული განცხადებები, ძირითადად ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ადამიანების მისამართით. კალაძე ყველას მოუწოდებს, მაქსიმალურად კორექტული იყვნენ. „ზოგადად, მე მოვესალმები იმას, რომ რაღაც გარკვეული მიმართულებებით შეიძლება, ბევრ რაღაცაში არ გვქონდეს თანხმობა, გვქონდეს…

მეტი...

ხვალიდან სტომატოლოგიური კლინიკები გეგმურ მომსახურებას განაახლებენ

ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება. საქმიანობის განახლება აღნიშნული პროფილის ნებისმიერ კლინიკას შეეძლება, თუმცა პარალელურად გაგრძელდება 11 მაისიდან დაწყებული მონიტორინგი, რომლის მიზანიც არის „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულებების მიერ რეკომენდაციების შესრულების შემოწმება. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, 22 მაისამდე, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აკრძალულია. 11 მაისიდან კი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგი დაიწყეს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელთა დაცვაც სტომატოლოგიური კლინიკების ოპერირებისთვის აუცილებელი პირობაა, ისინი შემდეგ ვალდებულებებს გულისხმობს: დაწესებულება აღჭურვილი უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემით, დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის ოთხ მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, რეგისტრატურასთან განთავსდეს მინის ან…

მეტი...

რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ნატოს საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ

ნატოს სამხედრო საჰაერო ძალები ინფორმაციას ავრცელებს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავები ნატო-ს საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ. ინფორმაციის მიხედვით, ორი რუსული „ტუ-22“, რომლებსაც თან ახლდა ორი „სუ-27“ ტიპის სამხედრო მოიერიშე, თავდაპირველად რუმინეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა, შემდეგ კი თურქეთის ტერიტორიისკენ. ინციდენტი 19 მაისს მოხდა. „საპასუხოდ, ნატო-მ საჰაერო სივრცის პატრულირების მისიის მონაწილე ქვეყნების თვითმფრინავები გააგზავნა. მათ შორის იყო რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის მოიერიშეები. მათ არ მისცეს საშუალება რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს, ნატო-ს საჰაერო სივრცეს მიახლოებოდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის” – ირაკლი ჩიქოვანი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის, ეს დაკავშირებულია ეპიდმდგომარეობასთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში. ეს არის მთელს მსოფლიოში. გვაქვს ახალი რეალობა, რომელიც არის კონცენტრირებული და ორიენტირებული COVID 19-ის კონტროლზე და მექანიზმებზე. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შეზღუდვა, ეს არის ხელშეწყობა იმისა, რომ…

მეტი...

“ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივი აკო მინაშვილი” – ლავან გოგიჩაიშვილი

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი კობახიძეს „ლექსიკას“ უწუნებს და აკაკი მინაშვილს ადარებს:„კობახიძეს, მაღალი მორალური სტანდარტები არ გააჩნია. ის არის ჩვეულებრივი აკო, მისი ლექსიკა არის ძალიან ვულგარული. არავის მოსწონს მისი არც პოლიტიკური აქტივობა და მითუმეტეს, ახლა ძალიან ვულგარული გახდა მისი ლექსიკაც. შესაბამისად, ვერაფერს მოვითხოვ. მაღალ სტანდარტს ვერ მოითხოვთ კობახიძისგან, იმიტომ, რომ მას მაღალი მორალური სტანდარტები არ გააჩნია. ის არის ჩვეულებრივი აკო მინაშვილი”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მეტი...

ტოკიოს თამაშები შესაძლოა გაუქმდეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის თქმით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შეიძლება გაუქმდეს. ამის შესახებ BBC წერს. „მესმის, რომ შეუძლებელია ოლიმპიადის მუდმივად გარკვეული დროით გადადება, საერთაშორისო ფედერაციების და სპორტსმენების მუშაობის გრაფიკებში მუდმივად ცვლილებების შეტანა. სპორტსმენებისთვის აუცილებელია ზუსტად გაწერილი გრაფიკი. ამის გამო, 2020 წლის ზაფხულში დაგეგმილი ოლიმპიადა, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდე გადავდეთ, შეიძლება საერთოდ გაუქმდეს. ვერავინ გააკეთებს ზუსტ პროგნოზს რა სიტუაცია იქნება 1 წლის, ან თუნდაც 2 თვის შემდეგ“, – განაცხადა ბახმა. მანამდე თამაშების გაუქმების შესახებ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, იოშირო მორიმ განაცხადა.

მეტი...

“მოგვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება, რამაც უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ვადაპტირდეთ ამ რეალობაში” – ირაკლი ჩიქოვანი

ხვალიდან აღარ იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი, თუმცა იქნება გარკვეული შეზღუდვები, რაც აუცილებელია, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში Covid-19-ის გამკლავების პროცესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „საზოგადოებას მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ მათ შეძლეს თვეების განმავლობაში მაქსიმალურად დაეცვათ დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები. იყო ცალკეული გამონაკლისები, თუმცა საერთო ჯამში, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა გუნდმა და საზოგადოებამ შევძელით Covid-19-ის შეჩერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულებულია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, იმ შეზღუდვების პერიოდი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემდეგ დარჩება ძალაში ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. „მოგვიწევს ახალ რეალობაში…

მეტი...

“თუ კორონავირუსი ბუნებრივად არ ტოვებს იმუნიტეტს, მაშინ ვაქცინის შექმნაც გაძნელდება” – თენგიზ ცერცვაძე

თუ კორონავირუსი ბუნებრივად არ ტოვებს იმუნიტეტს, ვაქცინის შექმნა რთული იქნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ცერცვაძე გამონაკლისებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვაქცინით იმუნიტეტის შექმნის შანსი მეტია. „ყველას აინტერესებს როგორ მოიქცევა კორონავირუსი. საქმე იმაშია, რომ თუ ის ბუნებრივად არ ტოვებს იმუნიტეტს, მაშინ ვაქცინის შექმნაც გაძნელდება. მაშინ ვაქცინასაც გაუჭირდება იმუნიტეტის შექმნა. თუმცა, არსებობს გამონაკლისები და ვაქცინით იმუნიტეტის შექმნის შანსი უფრო მეტია, ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტის და რატომ. არსებობს ტექნოლოგიები, რომ ვაქცინას, რომელიც წარმოადგენს ვირუსის გაუვნებულ ნაწილს ან ანტიგელს, უმატებენ ე.წ. ადიუანტებს ანუ გამაძლიერებლებს, რასაც ბუნებრივ პირობებში ავადმყოფს ვერ დაუმატებენ. ანუ შესაძლებელია პაციენტს არ ჰქონდეს უნარი გამოიმუშაოს…

მეტი...

“მოკლე პერიოდში სამჯერ მოუწევს მოსვლა და ყველა კითხვას დარწმუნებული ვარ, ამომწურავ პასუხებს გასცემს” – მამუკა მდინარაძე პრემიერზე

ოპოზიცია ამბობდა, რომ თითქოს გიორგი გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე და მათი კითხვების გაგონებაზე, თუმცა, 27-შიც მოდის, 29-შიც ინტერპელაციის წესით მოდის და ივნისშიც რეგლამენტით უწევს მოსვლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას ბევრი კითხვა პრემიერთან არ აქვს. რაც შეეხება ოპოზიციას, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ისინი კვლავაც სპეკულაციებით არიან დაინტერესებულნი. „მე პირადად ბევრი კითხვა არ მაქვს პრემიერთან, რადგან ჩართული ვარ ყოველდღიურად, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში, როგორც ბევრი პარლამენტარი. ოპოზიცია ამბობდა, რომ თითქოს გიორგი გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე და მათი კითხვების გაგონებაზე, თუმცა, 27- შიც მოდის, 29 –…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების ეტაპობრივ განახლებას განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ემსახურება და COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული სერვისების მიწოდების შემდეგ ეტაპზე გადადის. როგორც, სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, კვლავ სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით. ​„მეორე ეტაპზე, 25 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის, ვინც განახორციელა ელექტრონული ჯავშანი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით. ამ პირებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ…

მეტი...

მართვის უფლების თეორიული გამოცდა 25 მაისიდან განახლდება

25 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. „მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, კვლავ სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით. ​მეორე ეტაპზე, 25 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის, ვინც განახორციელა ელექტრონული ჯავშანი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით. ამ პირებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვის ცენტრში, სადაც განახორციელეს ჯავშნის რეგისტრაცია.…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 79 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 79 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 20 მაისის 21 საათიდან 21 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 4 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი…

მეტი...

“ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც უნიკალური მასობრივი კარანტინის გამოცდილება შეიქმნა” – ნათია თურნავა

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველო ძალიან აქტიურად მუშაობს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან. „ზურაბ პოლოლიკაშვილთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტები. ვადევნებთ თვალყურს, თუ რაზე მუშაობენ, საითკენ მიდის მათი მსჯელობა. პრაქტიკულად, ჩვენი ხედვა არანაირად არ იქნება აცდენილი მათი მიერ დამტკიცებული წესებიდან. უბრალოდ, დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ბევრი ქვეყანა არ ელოდება ამ გლობალური წესების დამტკიცებას და თავის ეროვნულ, წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს, რომელიც შეიძლება იყოს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მისაღები. თუმცა აქ დიდი აცდენა არ იქნება, რადგან ჩვენ სამუშაო ვერსიაზე წვდომა გვაქვს და ყოველთვის კარგი ინტერაქცია გვაქვს, მათ შორის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ არც…

მეტი...

„ბახვი 1“ ჰესის პროექტი ამერიკული ინვესტიციებით განხორციელდება” – ნათია თურნავა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს ჩოხატაურის რაიონში „ბახვი 1“-ის მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განიხილეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ჰესი 12 მეგავატიანი იქნება და პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება. „დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ და მოვიწონეთ ერთი კარგი ენერგეტიკული პროექტი – „ბახვი 1“-ის 12 მეგავატიანი მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, გურიაში, ჩოხატაურის რაიონში. პროექტი მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ქართული წარმოება, ადგილობრივი ელექტროენერგია, მწვანე ენერგია, ადამიანის მუდმივი სამუშაო ადგილი გურიაში, ასევე იმიტომ, რომ ეს პროექტი განხორციელდება აშშ-ის ინვესტიციებით. მისი ინიციატორი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდი „სერბერუს კაპიტალ მენეჯმენტი“, უფრო სწორად მასთან აფილირებული კომპანა „სერბერუსფრონტი“ რომელიც საქართველოში, ენერგეტიკის სფეროში…

მეტი...

“ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებაზე საუბარი პარტიაში არ ყოფილა” – რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანების თაობაზე პარტიაში საუბარი არ ყოფილა. „ამაზე საუბარი არ ყოფილა და არც მას განუცხადებია ამაზე საჯაროდ. ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ბუნებრივია, თუ ის გადაწყვეტს პოლიტიკურ აქტიურობას, ეს არის მისი არჩევანი,”- განაცხადა გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება. „საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა. საიდუმლო გავეცი? – არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“, – განაცხადა…

მეტი...