მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ქურდობისთვის 9 ქართველი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია

“საბერძნეთში ქურდობისთვის 9 ქართველი დააკავეს”, – ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

არსებული ინფორმაციით, ისინი შეთანხმებულად, ატიკას სხვადასხვა რაიონში ბინებს ძარცვავდნენ.

დაკავებულთაგან ერთი ქალია. მათ ბრალი კანონის განმეორებით დარღვევისთვის, ძარცვისა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის ედებათ.

მსგავსი თემები