“თუ კორონავირუსი ბუნებრივად არ ტოვებს იმუნიტეტს, მაშინ ვაქცინის შექმნაც გაძნელდება” – თენგიზ ცერცვაძე

თუ კორონავირუსი ბუნებრივად არ ტოვებს იმუნიტეტს, ვაქცინის შექმნა რთული იქნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძე გამონაკლისებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვაქცინით იმუნიტეტის შექმნის შანსი მეტია.

„ყველას აინტერესებს როგორ მოიქცევა კორონავირუსი. საქმე იმაშია, რომ თუ ის ბუნებრივად არ ტოვებს იმუნიტეტს, მაშინ ვაქცინის შექმნაც გაძნელდება. მაშინ ვაქცინასაც გაუჭირდება იმუნიტეტის შექმნა. თუმცა, არსებობს გამონაკლისები და ვაქცინით იმუნიტეტის შექმნის შანსი უფრო მეტია, ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტის და რატომ. არსებობს ტექნოლოგიები, რომ ვაქცინას, რომელიც წარმოადგენს ვირუსის გაუვნებულ ნაწილს ან ანტიგელს, უმატებენ ე.წ. ადიუანტებს ანუ გამაძლიერებლებს, რასაც ბუნებრივ პირობებში ავადმყოფს ვერ დაუმატებენ. ანუ შესაძლებელია პაციენტს არ ჰქონდეს უნარი გამოიმუშაოს იმუნიტეტი ან გამოიმუშაოს სუსტი და ვაქცინას გამაძლიერებლები ჰქონდეს დამატებული, რომ მან უკეთესი, უფრო ძლიერი იმუნიტეტი გამოიმუშაოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები