საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება

საქართველოს მთავრობა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით აღარ მიმართავს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ვრცელდებოდა. საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლითაა ძალაშია, შესაბამისად, კომენდანტის საათიც 23 მაისის დადგომისთანავე აღარ იმოქმედებს. საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს ამოქმედდა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მეტი...

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 ათასს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8 849 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 317 554-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 127 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 3 099-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 92 861 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მეტი...

“შესაძლოა, საგაზაფხულო სესია გაგვიგრძელდეს, ვინაიდან ამ მიმდინარე პროექტებთან ერთად, ჩვენ გვაქვს მისაღები საარჩევნო კანონმდებლობა” – არჩილ თალაკვაძე

იმედი მაქვს, კონსტრუქციული სამუშაო პროცესი წარიმართება და ყველას მოგიწოდებთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი სამუშაო პროცესში და მიიღოთ მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებაა. „შესაძლოა, საგაზაფხულო სესია გაგვიგრძელდეს, ვინაიდან ამ მიმდინარე პროექტებთან ერთად, ჩვენ გვაქვს მისაღები საარჩევნო კანონმდებლობა, საკონტიტუციო ცვლილებები და ჩვენი დაპირება, ჩვენი პირობა როგორც სახელისუფლებო გუნდის და როგორც პარლამენტის, რჩება უცვლელი. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გავაკეთოთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა, რომელიც…

მეტი...

“უპასუხისმგებლო დამსაქმებლის შემთხვევაში, თავად დასაქმებულებმა უნდა იაქტიურონ, რათა კომპანიებმა მათზე ინფორმაცია მოგვაწოდონ” – ივანე მაჭავარიანი

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების შესახებ ფინანსთა სამინისტროს 20 ათასამდე კომპანიამ 78 ათასი დასაქმებულის შესახებ გადასცა მონაცემები. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შეფასებით, დამსაქმებელთა ნაწილს ამ დრომდე არ წარუდგენია ყოფილი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია. „ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებამდე დაკარგეს სამსახური, ეს კომპენსაცია არ ერგებათ. ამას გარდა, არის უპასუხისმგებლობისა და დაუდებვრობის შემთხვევები, როცა დამსაქმებელმა გაუშვა თანამშრომელი და აღარც კითხულობს. ალბათ, ამ შემთხვევაში, თავად დასაქმებულებმაც უნდა იაქტიურონ და რამენაირად უნდა მოგვაწოდონ კომპანიებმა მათზე ინქორმაცია. შეიძლება, დამსაქმებელი ანაზღაურებას ხელზე…

მეტი...

ვის გადაუვადდება კიდევ სამი თვით საბანკო სესხები – ფინანსთა მინისტრის განმარტება

ბანკებთან შევჯერდით, რომ მოქალაქეებს, ვისზეც ჩვენ საკომპენსაციო პაკეტს გავცემთ, ავტომატურად გადაუვადებენ სესხს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ბანკები ასევე გადაამოწმებენ და სესხს გადაუვადებენ ადამიანებს, რომლებსაც მკვეთრად შეუმცირდათ ან შეუწყდათ შემოსავალი. „იცით, რომ სამი თვით იყო პრაქტიკულად ყველა ფიზიკურ პირზე სესხები, ისე, რომ არ მოხდა მათი კაპიტალიზაცია, ისე, რომ არ მოხდა მათ პროცენტზე პროცენტზე დარიცხვა. ამ ეტაპზე ბანკებთან გვქონდა კონსულტაციები და პრაქტიკულად შევჯერდით შემდეგ მოდელზე, მოქალაქეებს, ვისზეც ჩვენ საკომპენსაციო პაკეტს გავცემთ, ავტომატურად გადაუვადებენ სესხს. ამის გარდა, ასევე, თავად შეაფასებენ გადახდისუნარიანობის…

მეტი...

“ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლების მხოლოდ 25% იმუშავებს შენობაში” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ადგილებს პირველ ეტაპზე თანამშრომელთა 25% დაუბრუნდება, დანარჩენი ნაწილი კი მუშაობას კვლავ დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. რაც შეეხება სხდომებს, თალაკვაძის განმარტებით, პლენარული და საკომიტეტო სხდომები ყველა აუცილებელ და მნიშვნელოვან საკითხზე ჩატარდება, თუმცა რეკომენდაციის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ფიზიკური შეკრება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, ვიდეოკონფერენციების ფორმატი კვლავ აქტიურად იქნება გამოყენებული. „ჩვენ გვქონდა ეპიდსიტუაციასთან დაკავშირენული რეკომენდაციების განხილვა ჯანდაცვის სამსახურებთან, ასევე გუშინ ვესაუბრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს, განვიხილეთ თუ როგორ არის შესაძლებელი პარლამენტის საქმიანობის შემდეგი გაგრეძლება. ეს მოხდება ეტაპობრივად, ჩვენი თანამშრომლებიც ეტაპობრივად დაუბრუნდებიან თავის საქმიანობას. ამ ეტაპისთვის ჩვენი თანამშრომლების…

მეტი...

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 335 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 335 ადამიანს გამოუვლინდა. გუშინ ახალი ინფიცირებულების რაოდენობა 230-ი იყო. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 5 606 შეადგინა. მათგან 2 581 უკვე გამოჯანმრთელდა. სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს, რომ ამჟამად საავადმყოფოებში მკურნალობს 2 928 ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 70 ადამიანი დაიღუპა. მათგან სამი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.

მეტი...

“ოპოზიცია გოიმურია თუ სვეტური, ამას ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები გვიჩვენებს” – გია ვოლსკი

გოიმურია თუ სვეტური ოპოზიცია, ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, სხვადასხვა ტერმინოლოგიას მათი ოპონენტებიც იყენებენ. „ყველა სხვადასხვა ტერმინოლოგიას ხმარობს, ზოგი ამბობს – „ნაცები შმაცები”, ისინიც ხანდახან იყენებენ გარკვეულ სიტყვებს და მე არ გამიგია, რომ თქვენ გეკითხათ, თუ რატომ მოიხსენიებენ ისინი თავის ოპონენტებს აუგი სიტყვით, გოიმურია თუ სვეტურია, ამას ჩვენ გვიჩვენებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები,”- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მეტი...

“საქართველოში კორონავირუსის შემდეგ კავასაკის სინდრომის შემთხვევა არ გვქონია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიასთან კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ბავშვებში კორონავირუსის შემდეგ შესაძლოა, განვითარდეს. ეზუგბაიას თქმით, ჯერჯერობით, ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ბავშვებში, რომლებმაც უკვე დაამარცხეს კორონავირუსი, თუმცა სიფრთხილე და პედიატრების მეთვალყურეობაა საჭირო. „კავასაკის სინდრომი ძირითადად ბავშვებთან მიმართებაში განიხილება. კავასაკის სინდრომზე ვლაპარაკობთ, როცა დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით საქართველოში ბავშვთა დადასტურებულ შემთხვევებთან მიმართებაში მძიმე არც ერთი არ გვყოლია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია, იყოს კავასაკის სინდრომი. ეს არის ცოტა შორეული შედეგები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ჩვენგან, ყველა კლინიკიდან გაწერილი ბავშვი პაციენტები, მოზარდი პაციენტები, რომ მათ…

მეტი...

“ჩვენი ის მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1200 ლარის მოცულობით” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ბიზნესოპერატორებს, რომლებსაც სამსახურიდან თანამშრომლების გაშვება მოუწიათ, მოუწოდებს, ეფექტურად ითანამშრომლონ შემოსავლების სასმახურთან, რათა არავინ დარჩეს დახმარების მიღების გარეშე. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აუცილებელია, რომ ეს დახმარება მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ. “გეგმის მიხედვით, ჩვენი ის მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1200 ლარის მოცულობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა როგორც მთავრობასა და მოქალაქეს, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნესოპერატორებს შორის. ამიტომ, მე მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ბიზნესოპერატორს, რომელსაც მოუწია სამწუხაროდ, თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რამეთუ ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო…

მეტი...

დონალდ ტრამპი ჩინეთს აშშ-სა და ევროპაზე დეზინფორმაციულ შეტევაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი ჩინეთს აშშ-სა და ევროპაზე დეზინფორმაციულ შეტევაში სდებს ბრალს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი ვირუსის მსოფლიოში გავრცელებაში. „ჩინეთი სასოწარკვეთილი ცდილობს, აირიდოს თავიდან პასუხისმგებლობა იმ ტკივილსა და სასაკლაოზე, რომელიც მათმა ქვეყანამ გაავრცელა მთელ მსოფლიოში. ჩინეთის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული შეტევა აშშ-სა და ევროპაზე სამარცხვინოა. ეს ყველაფერი ზევიდან მოდის. მათ შეეძლოთ, ეს ჭირის იოლად შეეჩერებინათ, მაგრამ არ გააკეთეს“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მისი ოპონენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენი და მას ჩინეთთან კავშირში დასდო ბრალი. „ჩინეთი მასობრივ დეფინფორმაციულ კამპანიას ატარებს, რადგან სასოწარკვეთით…

მეტი...

ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდება

ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გუშინ შედგა შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და მიიღეს გადაწყვეტილება. „საქართველოს მთავრობისა და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან ერთად თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით გადაუვადა. ეს სამი თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა ასევე შეხვედრა და მივიღეთ ერთობლივი შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს. ყველა მოქალაქეს, რომელმაც…

მეტი...

“საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი. „დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. სტაციონარში მკურნალობას გადის ერთდროულად 224 ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა ამავდროულად, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდბეულებაა ქვეყანა ნელ – ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურს წესს დაუბრუნდეს“, – აღნიშნა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მეტი...

“დღეს დადასტურებული რვა ახალი შემთხვევიდან ერთი ბოლნისიდან არის, შვიდი კი, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდსტაციონარებში ​224 პაციენტი მკურნალობს. მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში რვა ახალი ინფიცირებული პაციენტია. „გუშინდელი მონაცემებით, გვყავდა 713 დადასტურებული შემთხვევა და მხოლოდ რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. ახლა გვყავს 721. გამოჯანმრთელებულების რიცხვი  ათით გაიზარდა, იყო 475 და გვყავს 485 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ ეტაპზე კოვიდსტაციონარებში მკურნალობს 224 მოქალაქე. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კლავ აჭარბებს სტაციონარებში მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს 248 შემთხვევით. ახალი რვა დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის წყარო, დანარჩენი შვიდი არის საკარანტინო სივრციდან, იქ ჩატარებული ტესტირების შედეგად დადასტურებულები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ​რაც შეეხება თბილისის ინფექციურ კლინიკას, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში…

მეტი...

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით დედა-შვილი მოათავსეს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 51 პაციენტი მკურნალობს, აქედან 41 პაციენტს დადასტურებული აქვს „კოვიდ-19“. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ  სამედიცინო დაწესებულებაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ასევე კლინიკამ ორი ახალი კოვიდინფიცირებული მიიღო. „გვაქვს სამი გამოჯანმრთელება. შემოვიდა ორი ახალი პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით. ისინი დედა-შვილი არიან კარანტინის სივრციდან, სომხეთის მოქალაქეები. ამასთან, ერთი პაციენტი გადავიდა რეანიმაციიდან და ამჟამად რეანიმაციაში მკურნალობას აგრძელებს ერთი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. გარდა ამისა, ოთხი პაციენტი რჩება საყურადღებო“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკის პაციენტებიდან 12 პირი 18 წლამდე ასაკისაა. კლინიკაში დღეს ახალ კორონავირუსზე კიდევ ოთხ ადამიანს გამოიკვლევენ.

მეტი...

პოლიციამ ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა – დაკავებულია 1 პირი

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, მომხდარი მკვლელობა გახსნილია, ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ჯ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 მაისს, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი კინოთეატრის შენობაში, თავის ნაცნობს – 1966 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ბ.ჭ. ადგილზე…

მეტი...

შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე დღეს მოხდება. როგორც ამ დროისთვის არის ცნობილი, საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავს. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად…

მეტი...

საქართველოს პარლამენტში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში დღეიდან დეპუტატების, თანამშრომლებისა და მედიის წარმომადგენლების შესვლა დაშვებულია. საშვთა ბიუროსთან დაცვის თანამშრომლები, ყველას, ვინც შენობაში შედის სიცხეს უზომავენ, ხოლო ვისაც პირბადე არ აქვს, ურიგებენ, როგორც აღნიშნავენ, საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის სამიჯისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები დაცულია.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 485 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 485 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მეტი...

„ჩინეთის კომუნისტური პარტიის პასუხი უხანში „კოვიდ 19“-ის გავრცელების მიმართ კომუნისტურ ჩინეთის რეალური სახის დანახვაში დაგვეხმარა” – მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანო გებრეიესუსს პეკინთან უჩვეულოდ ახლო კავშირები პანდემიის გავრცელებამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა. პომპეომ ჩინეთი კორონავირუსის მიმართ არასათანადო ქმედებებში კვლავ დაადანაშაულა. მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ღია და გამჭირვალეა, თუმცა ამ განცხადებების ფონზე, პეკინი გამომძიებლებს გარკვეულ დაწესებულებები არ უშვებს, ვირუსის ცოცხალი ნიმუშების გაცემაზე უარს ამბობს და ქვეყნის ფარგლებში პანდემიის საკითხის განხილვაზე ცენზურა აქვს დაწესებული. „ჩინეთის კომუნისტური პარტიის პასუხი უხანში „კოვიდ 19“-ის გავრცელების მიმართ კომუნისტურ ჩინეთის რეალური სახის დანახვაში დაგვეხმარა. პარტიამ ვირუსის ნიმუშების განადგურება არჩია იმის ნაცვლად,…

მეტი...

პარლამენტში მედიის წარმომადგენლები მუშაობას დღეიდან განაახლებენ

საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლები მუშაობას 21 მაისიდან „კოვიდ-19“-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლებენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შენობაში შესვლისას მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა. პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ლოკაცია (C კორპუსის მე-3 და მე-5, ხოლო B კორპუსის მე-2 და მე-3 სართულები). მედიის წარმომადგენლებისა და მათი რესპონდენტების კომუნიკაციისას ასევე დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია. დროებით გაგრძელდება შეზღუდვა მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე კომიტეტის სხდომებზე, ხოლო პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ისინი განთავსდებიან სპეციალურად მედიისთვის განკუთვნილ ლოჟაში. ჩვეულ…

მეტი...