“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი მეგობრები ვართ” – კარლ ჰარცელი

“ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში იცნობა და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი მეგობრები ვართ”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ონლაინ შეხვედრის დროს განაცხადა.

„მინდა ვისაუბრო თუ რა გავაკეთეთ ბოლო კვირებისა და ბოლო ორი თვის მანძილზე. ამ პერიოდში ჩვენ ვიხილეთ სამი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც გაჟღერდა. გრანტების სახით საქართველოსთვის დაახლოებით 250 მილიონი ევრო გამოიყო. ეს ახალი გრანტები და ახალი დაფინსებაა.

ჩვენ ასევე გავაძლიერეთ თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა მოხდეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა. ამასთან, თქვენ ნახეთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მაკრო ფინანსური მხარდაჭერისთვის 150 მილიონი დაამტკიცა. თუ შევაფასებთ და ვისაუბრებთ უხეში ციფრებით, ევროკავშირი დაახლოებით 1,5 მილიარდ ლარს გამოყოფს საქართველოსთვის. მე არ მსურს შედარებები გავაკეთო, რადგან ევროკავშირი გლობალური მოთამაშეა, რომელსაც არ სურს ქვეყნებს შორის შედარებები აკეთოს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს საქართველოს მთავრობის დიდი მიღწევაა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები