ტოკიოს თამაშები შესაძლოა გაუქმდეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის თქმით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შეიძლება გაუქმდეს. ამის შესახებ BBC წერს.

„მესმის, რომ შეუძლებელია ოლიმპიადის მუდმივად გარკვეული დროით გადადება, საერთაშორისო ფედერაციების და სპორტსმენების მუშაობის გრაფიკებში მუდმივად ცვლილებების შეტანა. სპორტსმენებისთვის აუცილებელია ზუსტად გაწერილი გრაფიკი. ამის გამო, 2020 წლის ზაფხულში დაგეგმილი ოლიმპიადა, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდე გადავდეთ, შეიძლება საერთოდ გაუქმდეს. ვერავინ გააკეთებს ზუსტ პროგნოზს რა სიტუაცია იქნება 1 წლის, ან თუნდაც 2 თვის შემდეგ“, – განაცხადა ბახმა.

მანამდე თამაშების გაუქმების შესახებ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, იოშირო მორიმ განაცხადა.

მსგავსი თემები