ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანია AstraZeneca-მა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის 400 მილიონი დოზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმა. პირველი მიწოდება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.
კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ AstraZeneca-ი მზად არის უახლოეს თვეებში პრეპარატის მიწოდებაზე დამატებითი შეთანხმებები გააფორმოს, რათა მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ ექსპერიმენტული ვაქცინის 300 მილიონ დოზას მიიღებს, ხოლო დიდი ბრიტანეთი კი 100 მილიონ დოზას, აქედან 30 მილიონ დოზას უკვე სექტემბრისთვის.