“ვირუსის 80% უსიმპტომოდ მიმდინარეობს” – ეკატერინე ტიკარაძე

“ჩვენს მიერ მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებული ტესტირებებიდან გამოვლინდა, რომ 10% არის დადებითი, რომლებიც მიმდინარეობდა უსიმპტომოდ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ვირუსის 80% უსიმპტომოდ მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. კითხვაზე, იგეგმება თუ არა იმ მიზნობრივი ჯგუფების გაფართოება, რომლებისთვისაც ტესტირება სავალდებულო იქნება, ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს, ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან დამყარებული იქნება იმაზე, თუ რა შეთანხმებას მიიღებენ სამთავრობო ჯგუფში.

მეტი...

“24 საათში 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ, ასეთი შემთხვევა ამ თვენახევრის განმავლობაში არ გვქონია” – ლალი ტურძელაძე

“24 საათში 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ, ასეთი შემთხვევა ამ თვენახევრის განმავლობაში არ გვქონია”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში 103 პაციენტი ჰყავთ და მათგან 86 კორონავირუსით არის ინფიცირებული. „მინდა გაგახაროთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიხარია, გუშინ საღამოს გამოჯანმრთელებული 4 პაციენტი გავწერეთ და დღესაც 4-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. ანუ, 24 საათში 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ, ასეთი შემთხვევა ამ თვენახევრის განმავლობაში არ გვქონია. კიდევ გვაქვს აღებული მეორეჯერადი ტესტები და შესაძლოა, ხვალაც გავწეროთ პაციენტები, რაც ძალიან სასიხარულოა. გვიხარია, რომ ამ შემთხვევებში კოვიდს ვიმორჩილებთ და…

მეტი...

დედოფლისწყაროს მოსახლეობა მარტის, აპრილისა და მაისის დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ დადგენილება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან. ფიზიკური პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე“,- ნათქვამია დედოფლისწყაროს საკრებულოს მიღებულ დადგენილებაში.

მეტი...

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ფულადი გზავნილების მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი

“პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს მოსალოდნელია ფულადი გზავნილების გლობალური ვარდნა დაახლოებით 20 პროცენტით ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და იზოლაციის გამო”, – ინფორმაციას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, უახლეს ისტორიაში ჯერ არნახული სავარაუდო კლება განპირობებული იქნება ძირითადად მიგრანტი მშრომელების ხელფასებისა და დასაქმების შემცირებით. „ფულადი გზავნილები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მიმართულებით (LMICs) სავარაუდოდ შემცირდება 19.7 პროცენტით 445 მილიარდ აშშ დოლარამდე, რაც ბევრი დაუცველი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური საარსებო წყაროს დაკარგვას ნიშნავს“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, კვლევები მიუთითებს, რომ ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სიღარიბეს დაბალი და საშუალო შემოსავლის…

მეტი...

“ან მთავრობა გადაიხდის თვითმფრინავში შუა ადგილების ფულს, ან არ ვიფრენთ” – Ryanair-ის დირექტორი

ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი უარს აცხადებს რეისები ცარიელი შუა ადგილებით განახორციელოს, რომელიც მგზავრებს შორის სოციალური დისტანციის დაცვისთვისაა საჭირო. ამის შესახებ Guardian-ი წერს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ ამ წესებს „იდიოტური„ უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში რეისები არ შესრულდება. ო’ლირი მიიჩნევს, რომ ევროპის მთავრობებმა უსაფრთხოების სხვა ზომები დააწესა. მაგალითად, სავალდებულო გახადონ პირბადეების ტარება მგზავრებისთვის ან აეროპორტში ტემპერატურის შემოწმება

მეტი...

საფრანგეთში, 11 მაისიდან მოსწავლეები სკოლებში ნებაყოფლობით დაბრუნდებიან

“საფრანგეთში სკოლები 11 მაისს გაიხსნება, მაგრამ მშობლები არ იქნებიან ვალდებული, ბავშვები სკოლებში გაუშვან”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მოსწავლეების სკოლებში დაბრუნება მომდევნო კვირების განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა კლასში 15 მოსწავლეზე მეტი არ იქნება. საჯარო სივრცეში ნიღბების ტარება  გახდება რეკომენდებული, მაგრამ არა სავალდებულო.

მეტი...

უამინდობა საქართველოში 27 აპრილამდე შენარჩუნდება

უამინდობა საქართველოში 27 აპრილამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 აპრილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნდება ნალექი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ სააგენტოში.

მეტი...

“ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ითამაშოს მოსახლეობის ემოციებზე, რაც ქვეყნისთვის საზიანოა” – მაია ცქიტიშვილი

“გვესმის ის რეალური პრობლემები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ექმნებათ შეზღუდვების გამო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი ან შეუმცირდა, რა თქმა უნდა, ჩვენს გლეხებს ექმნებათ პრობლემები საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მარნეულში გუშინდელი აქცია არ იყო დამყარებული იმ რეალურ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას ჰქონდა”,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.  “გარკვეულწილად ჩვენ გლეხებს აქვთ პრობლემა მათი მოსავლის გაყიდვის იმავე ტემპით როგორც ეს იყიდებოდა იმის გათვალისწინებით რომ რესტორნების მუშაობა, ტურისტული ინდუსტრია შეჩერებულია, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი აისახება რეალიზაციის სიჩქარეზეც, ტემპებზეც და მოცულობაზეც, მაგრამ ასევე ძალიან კარგად გვესმის ყველას და დარწმუნებული ვარ ჩვენს…

მეტი...

იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება

პარლამენტის გადაწყვეტილებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარით. ამ ჩანაწერთან მიმართებით შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შეუძლია, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის თანახმად, გონივრულ ვადაში გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით…

მეტი...

„მოქალაქეებს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ისინი არღვევს წესებს, ისინი ქმნიან მომეტებულ საფრთხეს საზოგადოებისთვის” – მამუკა მდინარაძე

„ყველა მოქალაქეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ის არღვევს დეკრეტით და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს, ის ქმნის მომეტებულ საფრთხეს საზოგადოებისთვის და ამიტომ, ჯარიმაც და ჩვენს მიერ შექმნილი ახალი ნორმაც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმის პრევენციას, რომ რისკები იქნას მინიმუმამდე დაყვანილი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ თუ მომავალშიც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევები გვექნება, ამ შემთხვევაშიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კონკრეტული ნორმა იქნება მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვისაც კი, თუ  დეკრეტით ასეთი რამ არ იქნება გათვალისწინებული, ხოლო თუ დეკრეტით იქნება კონკრეტული…

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

პარლამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვის შემდეგ, საკარანტინო წესებისა და თვითიზოლაციის  დარღვევის გამო ფიზიკურ პირს 2000, ხოლო იურიდიულ პირს – 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევისას პირს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პარლამენტმა აღნიშნული კანონი 82 ხმით 0 ის წინააღმდეგ, საგანგებო სესიაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

მეტი...

“საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ” – რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო თემატიკაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაში ყველა პუნქტი ასახულია შავით-თეთრზე და ჩანაწერები ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. „თითოეულ პუნქტს პირნათლად ვასრულებთ, მათ შორის, შეთანხმებას საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე. ოპოზიციას მოვუწოდებ, შეთანხმების თითოეული პუნქტი შეასრულოს. ჩვენი ინტერესია, რომ არჩევნები კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდეს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს სჭირდება ქვეყანას და დემოკრატიის განმტკიცებას. საქართველო ღირსეულად გამოვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლიდან და ამის შემდეგ არჩევნები ჩატარდება“,…

მეტი...

“დავიცვათ შედარებით რბილი წესები, რათა არ დაგვჭირდეს მათი გამკაცრების აუცილებლობა” – თენგიზ ცერცვაძე

“თუ ძალით მოვინდომეთ, რომ ეს ძლივს, თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეული სტაბილიზაცია ჩვენივე ხელით დავანგრიოთ, მაშინ დადგება დღის წესრიგში გამკაცრების აუცილებლობა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული ზომები უსაფრთხოების კუთხით საკმარისია. „საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი არ არის დრამატული, არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპასა და ამერიკაში. ამიტომ ზომების კიდევ უფრო გამკაცრება არ მიმაჩნია საჭიროდ. თუ ექნება ისევ ისეთ უპასუხისმგებლობის გამოვლინებებს ადგილი, როგორსაც მარნეულში ჰქონდა გუშინ, თუ ძალით მოვინდომეთ, რომ ეს ძლივს, თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეული სტაბილიზაცია ჩვენივე ხელით დავანგრიოთ,…

მეტი...

რას ნიშნავს სიტყვები, უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ რას ნიშნავს სიტყვები, უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება: „ეს ძალიან სპეციფიკური გამონათქვამია და მართლაც სწორად უნდა იქნას გაგებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც ინსინუაციების წყარო გახდეს. შესაძლოა, ამის გაგების ყველას თავისი ვერსია ჰქონდეს, ჩემი ვერსია ასეთია –  ჩვენ უნდა შევაკავოთ ეს ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, აღარ აღინიშნება ახალი შემთხვევების ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ათასობით ახალი ავადმყოფებია და ასეულობით და ათასობით გარდაცვლილები. საბედნიეროდ, ჩვენთან ბოლო რამდენიმე ათეული ინფიცირებულია, თანაც ბოლო დღეებში მოიკლო. სულ ხუთი გარდაცვლილი, ერთ-ერთი…

მეტი...

“საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს” – თენგიზ ცერცვაძე

“საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „ყველას აქვს თავისი პოზიცია, ყველანი მაინც გამოვდივართ გარკვეულად იქედან, რომ ეს სენსიტიური თემაა. ყველანი პატივს ვცემთ ეკლესიას, საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას – საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს. ამისთვის რამე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის “ , – განაცხადა ცერცვაძემ.

მეტი...

საკარანტინო ზონიდან გაქცეული პირები ბარში დააკავეს (ვიდეო)

კენიაში, საკარანტინო ზონიდან გაქცეული 2 პირი ადგილობრივ ბარში დააკავეს, სადაც ისინი სვამდნენ.  BBC-ს ინფორმაციით, ისინი იმ ათობით ადამიანს შორის იყვნენ, ვინც ქვეყნის დედაქალაქ ნაირობის საკარანტინო სივრციდან რამდენიმე დღის წინ გაიპარნენ. გაქცევის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში გავრცელდა.

მეტი...

“ევროპის კონტინენტზე კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი მოხუცთა თავშესაფრებიდან იყო, ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ინფორმაციით, კონტინენტზე კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი, მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრებლები იყო. „ჩვენს ხელთ არსებული გათვლებით, ევროპის რეგიონში, იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, ვინც კორონავირუსით დაიღუპა, თავშესაფრებში ცხოვრობდა. ძალიან შემაშფოთებელი სურათია. ეს წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიაა“,-აღნიშნა ჯანმოს ევროპის ოფისის დირექტორმა, ჰანს კლიუგემ. ცნობისთვის, ამ დროისთვის ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის 1 130 393 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს კონტინენტზე 110 740 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 111-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 111 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მეტი...

“აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი” – შოთა რეხვიაშვილი

“აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი” – ამ სიტყვებით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც პროდუქციის ჩაბარებისას სოციალურ დისტანცირებას არ იცავენ. ცნობისთვის, მარნეულში, სადაც სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციას რეალიზაციის მიზნით იბარებენ, ხმაურია. როგორც შოთა რეხვიაშვილი განმარტავს, აღნიშნული პროცედურა სოციალური დისტანცირების და რეკომედენდაციების დარღვევით მიმდინარეობს, რაც საგანგაშოა.

მეტი...

„გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმეს, 3 პირი კი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გირჩის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმეს, 3 პირი კი დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – „გირჩის“ მიერ დღეს, 14:00 საათზე, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე გაიმართა საპროტესტო აქცია. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული…

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით ბათუმში მდუმარე აქცია გაიმართა

გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვები რამდენიმე ადამიანმა ​გააპროტესტა ბათუმში. ისინი ცენტრალური პარკის შესასვლელთან შეიკრიბნენ, დისტანციური დგომით მდუმარე აქცია გამართეს და საგანგებო მდგომარეობის გაუქმება მოითხოვეს. „ვირუსი რომ გავრცელდა, ამას არც მთავრობას ვაბრალებთ და არც სახელმწიფოს. უბრალოდ, ამ მომენტით და შეშინებული ადამიანებით სარგებლობენ. ჩვენ უნდა ვისხდეთ სახლებში, არ უნდა ვზრუნავდეთ ოჯახებზე და უნდა ველოდოთ, მთავრობა როდის გადმოგვიგდებს რამეს დახმარების სახით. ასე არ უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, გიორგი ფუტკარაძემ.

მეტი...

„საფრთხე უსიმპტომო გადამტანი პაციენტები არიან, იმედია ის რესურსი, რაც აქვს კლინიკას არ დაგვჭირდება“ – კახა იშხნელი

„დღეს ვირუსს ჩვენ ვხვდებით 105 საწოლით. შესაძლებელია, სტანდარტულად გავიშალოთ 202 საწოლზე და კიდევ ვამბობ, საველე პირობებზე გადასვლის შემთხვევაში 240 ადგილიც შეიძლება, რაც ჩვენი კლინიკის მაქსიმალური შეიძლებკიბა იქნება. ამაში იგულისხმება მთლიანი სამედიცინო აღჭურვილობია“ – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. კახა იშხნელი არ ვარაუდობს, რომ საავადმყოფოს სრული აღჭურვილობის გამოყენება დასჭირდება. „სხვადასხვა სიუჟეტის განვითარებას ვხვდებით სხვადასხვა გეგმებით. ამ ყველაფერს შესაძლოა დაემატოს მიმღების საწოლებიც, ესაა სრული აღჭურვილობა, საბოლოო ჯამში 240 საწოლი მაქსიმუმი, თუმცა სასუნთქი აპარატი ყველა საწოლს ვერ ექნება და იქნება ჟანგბადი მიყვანილი. 220 პაციენტი ღმერთმა ააცილოს…

მეტი...

იპოდრომზე გამართულ აქციაზე “გირჩის” წევრები დააკავეს

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ორი მოქალაქე დააკავეს. როგორც სამართალდამცველემა აღნიშნეს, მათ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისა და სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის აკავებდნენ. ამასთან, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პოლიტიკური გაერთიანების რამდენიმე წევრი და აქციის მონაწილეთა ნაწილი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც მათ განუმარტეს, განყოფილებაში მათი იდენტიფიცირება და დაჯარიმება მოხდებოდა საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების დარღვევისთვის. თავად ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათი შეკრება აქცია-სეირნობა იყო. აქციის მონაწილეები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვდნენ.

მეტი...

„1200 ინფიცირებული უნდა გვყოლოდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ მოხდა“ -კახა იშხნელი

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დაავადების მწვერვალი შესაძლოა არ გვქონდეს“ – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხდა.   კახა იშხნელი ვარაუდობს, რომ საქართველომ შესაძლოა იმ რაოდენობის ინფიცირებული არ მიიღოს, რასაც რესურსი ვერ გაწვდება „პიკი ექიმების დასათვლელი იმდენად არ არის, რამდენადაც მათემატიკოსების, არ ვიცი რეალობას დავაბრალო თუ სურვილს, მაგრამ მინდა, რომ პიკი არ იყვეს, პლატო პაციენტების გარკვეული რაოდენობისა მწვერვალებს მრუდზე არ იძლევა, რაც საიმედოა. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალი, ამის ბრალი შეიძლევა ვეძიოთ ბვერ სწორ გადაწყვეტლებაში, ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე ცუდი, რაც აქვს ამ…

მეტი...

შსს-ს რამდენიმე თანამშრომელსა და ექიმებს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა

ექიმების, სამართალდამცველებისა და ჯარისკაცების აგრესიული ტესტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსითაა დაინფიცირებული, კოვიდინფექციის არსებობა დაუდასტურდა 20-მდე ექიმსაც. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ გააკეთა. ​მინისტრის თქმით, ვირუსი ჯარში არ დაფიქსირებულა. „დავიწყებ იმ ჯგუფიდან, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და ეს გახლავთ ჯარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, ვისაც დაუფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია და არიან ექიმები, ვისაც ასევე, დაუფიქსირდათ მათი რიცხვი არის დღესდღეობით 20-მდე. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც, სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს გაიდლაინი და ეს ალგორითმი, რომლის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად სიტუაცია ამ…

მეტი...

„გუშინ გავწერეთ 72 წლის პაციენტი, რომელიც იყო მძიმე პნევმონიით“ – ბოჭორიშვილის კლინიკა

“დილის მონაცემებით 53 პაციენტია ჩვენს კლინიკაში, მათ შორის 1/3 არასრულწლოვანი“ –  ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. კახა იშხნელი იმ პაციენტების მდგომარეობაზე საუბრობს, რომლებიც ამ ეტაპზე კლინიკაში რჩებიან. მისივე ინფორმაციით გამოჯანმრთელდა 72 წლის პაციენტი.  „კლინიკის იმ ფლიგელში, რომელიც ემსახურება კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს ერთი მესამედი არის არასრულწლოვანი, გუშინ მოხდა ერთი პაციენტის დამატება, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია. 5 წლის ბავშვის კლასტერი არის ეპიდემიოლოგების კომპეტენცია გუშინ ორი პაციენტი გავწერეთ სახლში ერთი მათგანი იყო 72 წლის. ჩვენ ვმკურნალობთ ისე, როგორც წესი გვეუბნება. საბედნიეროდ ჩვენს კლინიკაში მინახავს მძიმე პნევმონიაც, მაგრამ…

მეტი...

„წინაპირობები, რომ პურის ფასი გაიზარდოს არ არსებობს“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში პურის ფასის ზრდის წინაპირობა არ არსებობს. მინისტრმა კონკრეტულ მექანიზმებზეც ისაუბრა, რაც სახელმწიფომ სექტორს შესთავაზა.   „პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სოციალური ფონი მძიმეა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში. ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ინდივიდუალურ საწარმოებთან. მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით ფიქსირებული ფასის შენარჩუნება შეუძლებელია. ჩვენ ქმედითი მექანიზმი შევთავაზეთ სექტორს; ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს ორ რამეს: ერთი – დეფიციტის პირობებში, როდესაც რეგიონში გაზრდილია მოთხოვნა სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კატეგორიაზე, ხორბალზე, წაგვეხალისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა. მეტი…

მეტი...

მარნეულიდან დღეს 100 ტონამდე პროდუქციას გამოიტანენ – „ჯიბე“ „მედიაცენტრ მთავარში“

კომპანია „ჯიბეს“ დირექტორის განცხადებით, დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 მანქანის ნაცვლად 10 შევა და 100 ტონამდე პროდუქციას შეისყიდის. აღნიშნული განცხადება ლევან დავითაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და  აღნიშნა, რომ კომპანიას პროდუქციის გამოსატანად მანქანების დამატება მოუწია. „მარნეულის მუნიციპალიტეტში მანქანები უკვე გაგზავნილია და ხდება პროდუქციის შესყიდვა და დატვირთვა. ეს არის ორგანიზებული პროცესი. დღემდე, ყოველდღიურად 12-20 ტონა სურსათის შესყიდვა ხდებოდა, თუმცა, ამჯერად, მოცულობა გაიზარდა. დღეს დღეს დაგეგმილი იყო 8 მანქანის ჩასვლა, თუმცა, ორი მანქანა დავამატეთ.  მაქსიმუმ 100 ტონა სურსათის შესყიდვაზეა საუბარი“ – განაცხადა ლევან დავითაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე განცხადებით, თუ პროდუქციის შესყიდვისა და ადგილიდან გამოტანის…

მეტი...

„მარნეულში და ბოლნისში ჩემი აზრით არანაირი პრობლემა არ შექმნილა, დაემთხვა დასვენების დღეები“ – კომპანია „ჯიბე“ (ვიდეო)

„ვფიქრობ, რომ მარნეულში მომხდარი პრობლემა აღმოფხვრილი და მოგვარებულია და დღეს 10 მანქანა იქნება ადგილზე. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ზარალზე მივდივართ და პროდუქციას იმ ფასადაც ვერ ვყიდით რა ფასადაც ვყიდულობთ“ – ამის შესახებ კომპანია „ჯიბე“ -ს დირექტორმა ლევან დავითაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ლევან დავითაძე იმ პროცესებზე საუბრობს, რაც პროდუქციის რეალიზების დროს ხდება, მისივე ინფორმაციით მარნეულში დღეს კომპანია 10 მანქანას გაგზავნის. „მარნეულში, ჩემი აზრით, პრობლემა არ შექმნილა, კვირა და ორშაბათი იყო დასვენება, პარასკევს დაახლოებით 16 ტონა სურსათი შევისყიდეთ. შაბათი და კვირა დაემთხვა დასვენება და ამ პერიოდში კიდევ დაგროვდა მოსავალი. სამშაბათს უკვე გაიგზავნა მანქანები.…

მეტი...

“რეანიმაციაში გვყავს რვა პაციენტი, შვიდი პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე” – ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 90 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, რვა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან შვიდი მართვით სუნთქვაზეა. თუმცა, რატიანის განმარტებით, ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე ამ ეტაპზე კორონავირუსით არ არის განპირობებული, ვინაიდან ორჯერადი ტესტის მეშვეობით მას კოვიდინფექცია არ უდასტურდება. „რეანიმაციაში გვყავს რვა პაციენტი, შვიდი პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე, ერთი პაციენტი, რომელიც არის 67 წლის ბატონი, შემოსულია კლინიკაში დაახლოებით 20 დღის წინ, მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული. მისი სიმძიმე გამოწვეულია ამ ეტაპზე კოვიდინფიცირების გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით, ვინაიდან ლუგარის ლაბორატორიამ გვიჩვენა, რომ ამ პაციენტთან ორჯერადი…

მეტი...

„10 წელი ვართ ბაზარზე, მთავრობის ინიციატივას კარანტინის დაწყების დღიდან გამოვეხმაურეთ“ – კომპანია „ჯიბე“

„წარმოშობის ადგილიდან მოგვაქვს პროდუქცია დანიშნულების ადგილამდე, ამას ვაკეთებთ საკმაოდ დიდი ფინანსური რისკის ფასად“ – ამის შესახებ კომპანია „ჯიბეს“ დირექტორმა ლევან დავითაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. კომპანია „ჯიბეს“ დირექტორი აცხადებს, რომ ინიციატივა ბაზრის მოწესრიგების შესახებ თავად მიიღეს. როგორც დავითაძე განმარტავს მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას კომპანია თავიდანვე გამოეხმაურა. ლევან დავითაძის ინფორმაციით კომპანიის მთავარი საქმიანობა საბითუმო ვაჭრობაა და არაორგანიზებული ბაზრის მოწესრიგებაა. „10 წელი ვართ ბაზარზე, ჩვენი მთავარი საქმიანობა არის არაორგანიზებული საბითუმო ბაზრის მოწესრიგება და ამ საბითუმო ბაზრის მოწესრიგებას მივეცით სახე. ჩვენ მოგვიანებით გადავწყვიტეთ არასასურსათო პროდუქტებთან ერთად დაგვემატებინა ხილი და ბოსტნეულიც და ამ ხილ –…

მეტი...

 „რეალიზაციის პრობლემა შეიქმნა სალათის ფურცელზე, ამჟამად მოთხოვნადია კიტრი და კარტოფილი“ – ლევან დავითაძე

„ჯიბე“ -ს დირექტორი ლევან დავითაძე  იმ ფერმერების დახმარებაზე საუბრობს, ვინც დიდი რაოდენობით სალათის ფურცელის მოსავალი მოიყვანა. დავითაძე “მედიაცენტრ მთავარში” განმარტავს, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზებას ხელს კარანტინი უშლის, რადგან მისი ძირითადი მომხმარებლები სასტუმროები იყვნენ:  „მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრმა ფერმერმა პომიდორის ნაცვლად სალათის ფურცელი მოიყვანა, თუმცა, კარანტინის გამო, ამ სალათის ფურცელზე მოთხოვნა აღარ არის, მისი ძირითადი მომხმარებლები იყვნენ სასტუმროები. გუშინ გვქონდა საუბარი მარკეტინგურ ჯგუფებთან და ვფიქრობთ რა შეიძლება მოვიფიქროთ სალათის ფურცელის რეალიზაციისთვის, არის თუ არა შენახვის პერსპექტივა და თუ მოვიფიქრეთ რაიმე შევძინეთ ამ სალათის ფურცელს და თუ შევძინეთ რაიმე ღირებულება შევეხნმიანებით…

მეტი...

“ამჟამად კოვიდის კლინიკებში 313 პაციენტი მკურნალობს. ჩვენც ცენტრში 46 პაციენტი წევს, აქედან 44 არის დადასტურებული” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების კვლავ ზომიერი, კონტროლირებადი მატებაა, რაც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ქმედებები სწორია. ეზუგბაიას შეფასებით, არსებული რეგულაციები ამ ეტაპზე საკმარისია და ჯერჯერობით ზომების უფრო გამკაცრების აუცილებლობას ვერ ხედავს. „ჩვენი მონაცემებით, რაც გვაქვს ქვეყანაში, ჩანს, რომ ჩვენი ქმედებები აბსოლუტურად ნორმალური და ადეკვატურია, კარგია. ხელისუფლების ქმედებები, ანუ აღკვეთის ღონისძიებების გატარება არის შედეგების მაჩვენებელი, ჩვენ ქვეყანაში კვლავ გვაქვს ზომიერი, კონტროლირებადი მატება. ანუ, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად აღკვეთის ღონისძიებები და რეგულაციები, რაც შემოღებულია, ალბათ საკმარისია, კიდევ უფრო გამკაცრება ალბათ გაართულებს სიტუაციას. ამ ეტაპზე შედეგების მიხედით თუ…

მეტი...

“საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყავს” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ ჰყავთ და მათი მდგომარეობა დასტაბილურდა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 8 შემთხვევის წყარო ცნობილია, ერთის კვლევა კი ახლა მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 44 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 17-ს მძიმე პნევმონია აღენიშნება. „დღე-ღამის განმავლობაში 9 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, ამ 9 პაციენტიდან წყაროები 8-სთან მიმართებაში ცნობილია, მხოლოდ 1 პაციენტის წყაროს დადგენა და მოკვლევა ხდება ახლა. გამოჯანმრთელებული არის 107 პაციენტი. ამჟამად კოვიდის კლინიკებში 313 პაციენტი მკურნალობს. ჩვენც ცენტრში 46 პაციენტი წევს, აქედან…

მეტი...