დედოფლისწყაროს მოსახლეობა მარტის, აპრილისა და მაისის დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ დადგენილება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.

„საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა (ფიზიკური პირები) სრულად გათავისუფლდეს 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებელის გადახდისგან.

ფიზიკური პირებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ 2020 წლის მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე“,- ნათქვამია დედოფლისწყაროს საკრებულოს მიღებულ დადგენილებაში.

მსგავსი თემები