„გუშინ გავწერეთ 72 წლის პაციენტი, რომელიც იყო მძიმე პნევმონიით“ – ბოჭორიშვილის კლინიკა

“დილის მონაცემებით 53 პაციენტია ჩვენს კლინიკაში, მათ შორის 1/3 არასრულწლოვანი“ –  ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

კახა იშხნელი იმ პაციენტების მდგომარეობაზე საუბრობს, რომლებიც ამ ეტაპზე კლინიკაში რჩებიან. მისივე ინფორმაციით გამოჯანმრთელდა 72 წლის პაციენტი. 

„კლინიკის იმ ფლიგელში, რომელიც ემსახურება კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს ერთი მესამედი არის არასრულწლოვანი, გუშინ მოხდა ერთი პაციენტის დამატება, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია.

5 წლის ბავშვის კლასტერი არის ეპიდემიოლოგების კომპეტენცია გუშინ ორი პაციენტი გავწერეთ სახლში ერთი მათგანი იყო 72 წლის. ჩვენ ვმკურნალობთ ისე, როგორც წესი გვეუბნება. საბედნიეროდ ჩვენს კლინიკაში მინახავს მძიმე პნევმონიაც, მაგრამ ზუსტად ასეთი კაცი გავწერეთ გუშინ, საბედნიეროდ შედეგები არის კეთილსაიმედო, რასაც გვიჩვენებს ჩვენი გამოცდილება“ – განაცხადა კახა იშხნელმა „მედიაცენტრ მთავარში.“


„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები