„10 წელი ვართ ბაზარზე, მთავრობის ინიციატივას კარანტინის დაწყების დღიდან გამოვეხმაურეთ“ – კომპანია „ჯიბე“

„წარმოშობის ადგილიდან მოგვაქვს პროდუქცია დანიშნულების ადგილამდე, ამას ვაკეთებთ საკმაოდ დიდი ფინანსური რისკის ფასად“ – ამის შესახებ კომპანია „ჯიბეს“ დირექტორმა ლევან დავითაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

კომპანია „ჯიბეს“ დირექტორი აცხადებს, რომ ინიციატივა ბაზრის მოწესრიგების შესახებ თავად მიიღეს. როგორც დავითაძე განმარტავს მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას კომპანია თავიდანვე გამოეხმაურა.

ლევან დავითაძის ინფორმაციით კომპანიის მთავარი საქმიანობა საბითუმო ვაჭრობაა და არაორგანიზებული ბაზრის მოწესრიგებაა.

„10 წელი ვართ ბაზარზე, ჩვენი მთავარი საქმიანობა არის არაორგანიზებული საბითუმო ბაზრის მოწესრიგება და ამ საბითუმო ბაზრის მოწესრიგებას მივეცით სახე. ჩვენ მოგვიანებით გადავწყვიტეთ არასასურსათო პროდუქტებთან ერთად დაგვემატებინა ხილი და ბოსტნეულიც და ამ ხილ – ბოსტნეულის ბაზრისთვის, რომელიც არაა ორგანიზებული მიგვექცია ყურადღება. ნემისმიერ ცივილურ სამყაროში არაორგანიზებული და ორგანიზებული ბაზარი გაირჩევა ერთმანეთისგან, არაორგანიზებულ ბაზარში ხვდება ისეთი პროდუქცია, რომელიც არაეფექტური გზებით ჩნდება ბაზარზე, რაც უფრო ძვირი უჯდება მომხმარებელს, 27 წელი მაქვს გამოცდილება ამ საბითუმო ბაზარში, როდესაც 16 წლის ასაკში ორი ყუთი ხელით დამქონდა და ვარიგებდი, ამ დღიდან მივყვებით და ვმოღვაწეობთ ამ დარგში. დადგა ისეთი სიტუაცია, რომ მთავრობამ გამოაცხადა კარანტინი, შესაბამისად შეზღუდულია გადაადგილება, ჩვენ დიდი ფინანსური რისკის ფასად გამოვეხმაურეთ საწყობების შესახებ გავრცელებულ განცხადებას, რომ გლეხებს პროდუქციის შესანახად დახმარება სჭირდებოდათ. გავაანალიზეთ, რომ გლეხს გადასაყრელი შეიძლება გახდომოდა პროდუქცია და რადგან გვაქვს ერთადერთი ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ქსელი შევთავაზეთ ჩვენი გამოცდილება ხელისუფლებას, დახლოებით 6000 მეწარმე სარგებლობს „ჯიბის“ პლათფორმით და ვცდილობთ ლოჯისტიკის ღირებულება მინიმუმამდე დავიყვანოთ, ამას წარმატებით გავართვით თავი წლებია, ეს თანხვედრაში მოხვდა მთავრობის ინიცატივსთან თუ ვის ჰქონდა საწყობები გლეხების დასახმარებლად,“ – განაცხადა ლევან დავითაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები