“ან მთავრობა გადაიხდის თვითმფრინავში შუა ადგილების ფულს, ან არ ვიფრენთ” – Ryanair-ის დირექტორი

  •  

ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი უარს აცხადებს რეისები ცარიელი შუა ადგილებით განახორციელოს, რომელიც მგზავრებს შორის სოციალური დისტანციის დაცვისთვისაა საჭირო. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ ამ წესებს „იდიოტური„ უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში რეისები არ შესრულდება.

ო’ლირი მიიჩნევს, რომ ევროპის მთავრობებმა უსაფრთხოების სხვა ზომები დააწესა. მაგალითად, სავალდებულო გახადონ პირბადეების ტარება მგზავრებისთვის ან აეროპორტში ტემპერატურის შემოწმება

მსგავსი თემები